სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია „მინტრანსი“ აცხადებს სტაჟირებას

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 05 დეკემბერი, 2023
ბოლო ვადა 29 დეკემბერი, 2023

საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია „მინტრანსი“ აცხადებს სტაჟირებას გაყიდვების პოზიციაზე მუდმივად დასაქმების პერსპექტივით.

„მინტრანსი“ არის სხვადასხვა ორგანიზაციების (როგორც საზღვარგარეთ, ისე საქართველოში) სრულუფლებიანი წევრი. ყავს პარტნიორები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, რომელთა დახმარებით ახორციელებს ტვირთების უსაფრთხო და ოპტიმალურ სატრანზიტო ვადაში გადაზიდვებს როგორც სახმელეთო, ასევე საზღვაო და საჰაერო გზით. კომპანიის მომსახურებით სარგებლობს ასზე მეტი ადგილობრივი და უცხოური კომპანია. ოფისში, თითოეულ მიმართულებას კურირებს გამოცდილი და კვალიფიციური მენეჯერი.

„მინტრანსში“ დასაქმებულ თანამშრომელს კავშირი აქვს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანასთან.

სტაჟირების პერიოდი წარმოადგენს არაუმეტეს 6 თვეს. სტუდენტებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან სტაჟირებას, ეძლევათ კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობა. სტაჟიორები შეირჩევიან გასაუბრების გზით და შერჩეულ სტუდენტებს სთავაზობს 250 ლარიან სტიპენდიას.

სამუშაო ადგილი: ს. ცინცაძის ქ. No49 ქ.თბილისი, სამუშაოს გრაფიკი: 10:00 – 18:00 თითოეულ სტუდენტთან მოხდება საუნივერსიტეტო გრაფიკის (ლექციების, გამოცდები) გავლა და შესაბამისი ხელშეწყობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე:

[email protected]

Message body empty