სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

FINA2.NET - ანაზღაურებადი სტაჟირება

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 23 იანვარი, 2024
ბოლო ვადა 31 იანვარი, 2024

FINA2.NET-ის გუნდი განაგრძობს ზრდას და აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამას Power  BI სპეციალისტის პოზიციაზე დასაქმების პერსპექტივით. ჩვენ მეგობრულ, ენერგიულ და განვითარებაზე ორიეენტირებულ გუნდში საშუალება გექნებათ გამოავლინოთ თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი. თუკი გიყვართ რიცხვებთან მუშაობა, ხართ დაინტერესებული მონაცემთა ანალიზითა და მათი ვიზუალიზაციით, ეძებთ მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს, მოხერხებულ გრაფიკს და ასევე გხიბლავთ ახალი სფეროების გაცნობა და მრავალფეროვან პროექტებზე მუშაობა, მაშინ ეს ზუსტად ის არის, რასაც ეძებთ

კონპანია FINA LLC არის საერთაშორისო Software development კომპანია, რომელიც უწევს IT მომსახურებას ფინანსურ ორგანიზაციებს. ამას გარდა ჩვენ წამოვიწყეთ ახალი პროექტი BI STUDIO - რომლის მეშვეობითაც კომპანიებს ვთავაზობთ Business Intelligence - ის გამართვას Power BI- მეშვეობით.

ჩვენთან
თანამშრომლობის შემთხვევაში, თქვენ გახდებით BI გუნდის წევრი. თქვენი მთავარი მოვალეობა იქნება:

  • კლიენტის ბიზნესის შესწავლა და მათ მოთხოვნებსა და საჭიროებებზე მორგებული დეშბორდების აწყობა;
  • მონაცემთა ინტეგრაცია სხვადასხვა ბაზებიდან;
  • ლოგიკური მოდელის აგება;
  • მონაცემთა დამუშავება;
  • დამუშავებული ინფორმაციის ჭკვიანურად და ლამაზად წარმოჩენა.

საჭიროა: Microsoft Excel 

სასურველია (არააუცილებელი): Microsoft Power BI, DAX 

მაგრამ თუ ამ ეტაპზე რომელიმე მათგანი საფუძვლიანად არ იცით, ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ მის სწრაფად და ხარისხიანად შესწავლაში!


რას გთავაზობთ?

  • შიდა ტრენინგებში მონაწილეობას;
  • ახალი ტექნოლოგიების შესწავლას;
  • კვალიფიციურ გუნდთან მუშაობას;
  • მუდმივი პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • საინტერესო საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის გამოცდილების შესაძლებლობას;
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს.


დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და დაურთოთ თქვენი CV.

Message body empty