სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

იმპექსი - სტაჟირება ბუღალტერიაში

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 25 იანვარი, 2024
ბოლო ვადა 29 თებერვალი, 2024

სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ბუღალტერიაში.

სტაჟირების პერიოდში შეისწავლით: 

  • სასაქონლო ზედნადებების და ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა/დადასტურება, მოთხოვნების გაგზავნა, დეკლარაციების შევსება (RS.ge-ზე მუშაობა);
  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი, შედარების აქტების მომზადება;
  • იმპორტირებული საქონლის თვითღირებულების გამოთვლა;
  • სხვადასხვა ბუღალტრული ოპერაციების ყოველდღიური აღრიცხვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • შესაბამისი პროფილით განათლება (მისაღებია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
  • MS Excel-ის ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად);
  • ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია).

პიროვნული თვისებები და უნარები:

  • დროის ეფექტურად მართვა;
  • გუნდურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ადაპტაციის კარგი უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:

  • სტაჟირების პერიოდი: 3 – 6 თვე;
  • სტუდენტებისთვის მოქნილი განრიგი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected]   

გთხოვთ, მეილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

Message body empty