სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

სტაჟირება Grant Thornton-ში

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 30 იანვარი, 2024
ბოლო ვადა 29 თებერვალი, 2024

Grant Thornton ეძებს განვითარებაზე ორიენტირებულ, მოტივირებულ სტუდენტებს გრძელვადიანი თანამშრომლობის მიზნით. 

საუკეთესო სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ Grant Thornton-ის სტაჟირების პროგრამაში რომელიც გულისხმობს სტუდენტების დასაქმების მიზნით გადამზადებასა და შემდგომში მათ  ბიზნეს პროცესების გადაწყვეტილების დეპარტამენტში (BPS-ბუღალტერია) დასაქმებას. 

სტაჟირების პროგრამა მოიცავს პრაქტიკას შემდეგი მიმართულებებით:

  • ბუღალტრული აღრიცხვა (F3)
  • საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა
  • ფინანსური ანგარიშგებისა სტანდარტები

სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე 

სტაჟირების ანაზღაურება: 350 ლარი(NET)

პროგრამის გრაფიკი მორგებულია სტუდენტებზე, რაც ხელს არ უშლის უნივერსიტეტის აკადემიური სწავლების პროცესს.

სტაჟირების პროგრამის დასრულების შემდეგ ჩატარდება ტესტირება და წარმატებული სტუდენტები გახდებიან Grant Thornton-ის მეგობრული და შესაძლებლობებით აღსავსე „Purple Family„-ს გუნდის წევრი.

დასაქმებულებს შევთავაზებთ საერთაშორისო გამოცდილებას, კარიერის ზრდის სწრაფ ტემპებს, კონკურენტულ ანაზღაურებას და რაც მთავარია, საკუთარი თავის განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე(CV)ელ.ფოსტაზე: [email protected] გთხოვთ, SUBJECT-ში მიუთითეთ სტაჟირება Grant Thornton-ში 

Message body empty