სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი - სტაჟირება ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული განვითარების დეპარტამენტში

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 18 აპრილი, 2019
ბოლო ვადა 30 აპრილი, 2019

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინდუსტრიული ჰოლდინგია საქართველოში. მისი ბიზნეს პორტფელი მოიცავს ნახშირის მოპოვებას, ელექტროენერგიის გამომუშავებას (ჰიდრო, ბუნებრივ აირზე და ნახშირზე მომუშავე სადგურები), ბუნებრივი აირით ვაჭრობასა და უძრავი ქონების მართვას. 2006 წელს, ქართულ ბაზარზე 20 წლიანი ბიზნეს საქმიანობის გამოცდილების მქონე კომპანიამ ჰოლდინგის სახე მიიღო. მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ კომპანიის საიტს: www.gig.ge.

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი აცხადებს სტაჟირებას ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული განვითარების დეპარტამენტში.

ძირითადი მოვალეობები:

  • HR აუდიტში მონაწილეობის მიღება;
  • HR პროგრამაში მუშაობა; HR პროგრამაში შესაბამისი მონაცემების შეყვანა-კორექტირება;
  • თანამშრომელთა პირადი საქმეების აღრიცხვა-წარმოება;
  • HR ადმინისტრირების მიმართულებით პროცესებში სრული ჩართულობა;

 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სოციალური მეცნიერებების ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
  • კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • აკურატულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.


სტაჟირების
 ბენეფიტები:

  • გამოცდილ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობა;
  • პროფესიონალი მენტორები;
  • GIG Plaza-ში ფიტნეს კლუბის დარბაზით სარგებლობა.


სტაჟირების ხანგრძლივობა: 3-დან 6 თვემდე

სტაჟირების ადგილი: ქ. თბილისი

მიიღებიან დამამთავრებელი კურისისა და მაგისტრატურის სტუდენტებიც.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected] 2019 წლის 30 აპრილის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.

Message body empty