სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

სტაჟირება სპარში

დეპარტამენტი HR დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 12 ივნისი, 2019
ბოლო ვადა 12 ივლისი, 2019

საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი “SPAR”, რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 12 500-ზე მეტ მაღაზიას მსოფლიოს 48 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 13 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

“SPAR”-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული – მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

“SPAR Georgia” – “SPAR International”-ის გლობალური ოჯახის წევრი, გთავაზობთ ანაზღაურებად სტაჟირებას HR დეპარტამენტში.

სამუშაო ადგილი: თბილისი

დასაქმება: სრულ განაკვეთზე

ხანგრძლივობა: 3–6თვე
 

მოთხოვნები:                         

  • უმაღლესი განათლება, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (ბიზნესის ადმინისტრირება ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით)
  • MS Office-ის ცოდნა (Excell–ის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება სავალდებულოა)
  • ინგლისური ენის ცოდნა
     

მოვალეობები:            

  • კონკრეტულ პოზიციაზე კანდიდატების მოზიდვა სხვადასხვა წყაროებით;
  • შემოსული რეზიუმეების გადარჩევა;
  • კანდიდატების ინტერვიუზე დაბარება;
  • ინტერვიუების ჩატარება;
  • ხელმძღვანელის მიერ სხვადასხვა დავალებების შესრულება;
     

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე [email protected] გთხოვთ, სათაურის ველში – “Subject” მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება „სტაჟირება HR დეპარტმანეტში“. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება.

Message body empty