სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ნიკორა - HR სტაჟიორი

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 25 ივნისი, 2019
ბოლო ვადა 25 ივლისი, 2019

კომპანიანიკორა 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა,დღესდღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს ცამეტ შვილობილ კომპანიას, ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებით და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით, მომხმარებელს  მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. „ნიკორა“ არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, რომლის პრიორიტეტებია: მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია. ამჟამად ჰოლდინგში 6000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.
სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე www.nikora.ge

სს „ნიკორა“-ს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი აცხადებს სტაჟიორის ვაკანსიას რეკრუტინგისა და შერჩევის მიმართულებით.
 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • პერსონალის რეკრუტინგისა და შერჩევის განყოფილების თანამშრომლების ასისტირება შერჩევის პროცესის დაგეგმვასა და წარმართვაში;
  • სოციალური ქსელის (linkedin, Facebook) გამოყენება საჭირო კანდიდატების მოსაძიებლად და მათთვის შეთავაზების გაკეთება;
  • რეზიუმეებისა და კანდიდატების ბაზების ადმინისტრირება;
  • შერჩეული კანდიდატისათვის თანამშრომლობამდე  ყველა საჭირო პროცედურის დაგეგმვა  და წარმართვა.
     

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება,  სასურველია სოციალური მეცნიერებების მიმართულებით - შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია;
  • უცხო ენები - რუსული/ინგლისური ;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:
     

ზოგადი უნარ-ჩვევები:

  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • მოლაპარაკების  უნარი.
     

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]  სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ  სს „ნიკორამ“  დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, შემდგომი გამოყენებისთვის.

განცხადებების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2019 წლის  30 ივნისი.

Message body empty