სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

კრისტალი - სტაჟირება საკრედიტო მიმართულებით

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 21 ოქტომბერი, 2019
ბოლო ვადა 27 ოქტომბერი, 2019

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია აცხადებს სტაჟირებას საკრედიტო მიმართულებით შემდეგ ქალაქებში: თბილისირუსთავითელავიგორიქუთაისიზუგდიდიბათუმი.

 

კრისტალი ქვეყანაში წამყვანი ფინანსური ჩართულობის კომპანია და არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც საქართველოს მასშტაბით მართავს 270 მლნ ლარის მოცულობის სასესხო პორთფელს და ემსახურება 100,000-ზე მეტ მომხმარებელს. საჭიროებებზე მორგებული, ინოვაციური და განვითარებაზე ორიენტირებული ფინანსური პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზებით, „კრისტალი“ ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას. „კრისტალი“ პირველი არასაბანკო საფინანსო ორგანიზაციაა რეგიონში, რომელმაც გლობალური სარეიტინგო სააგენტოს, FitchRatings-ის შეფასება ‘B’/Stable მოიპოვა. 2018 წლის 13 დეკემბერს, „კრისტალი“ საქართველოში წლის პასუხისმგებლიან ბიზნესად დასახელდა და „მელიორა 2018“-ის გრან-პრის მფლობელი გახდა. ასევე, “კრისტალი” პირველია იმ 5 კომპანიას შორის, რომელიც შეუერთდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის ქალთა გაძლიერების პრინციპებს (WEPs). დამატებითი ინფორმაციისათვის, ეწვიეთ ვებ გვერდს: ir.crystal.ge

 

შენ გახდები: აქტიური, განვითარებადი და საინტერესო გუნდის წევრი.

შენ დაგევალება:

  • კომპანიის პროდუქტების/სერვისების გაცნობა;
  •  სტაჟირების ადგილზე მიმდინარე ბიზნეს პროცესების გაცნობა;
  •  სტაჟირების ადგილის სამუშაო აღწერ(ებ)ის გაცნობა;
  • საფინანსო სექტორის (მიკროსაფინანსო ორგანიზაციის) სპეციფიკის მიმოხილვა.

ჩვენ ვეძებთ ადამიანს:

  • რომელიც გახდება ჩვენი გუნდის ნაწილი;
  • რომელიც იქნება მოტივირებული, ნიჭიერი, აქტიური და მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული.
  • აქვს კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • აქვს კარგი ანალიტიკური უნარი;
  • არის დეტალებზე ორიენტირებული;

ჩვენ გთავაზობთ:

  • კარიერული წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობებს;
  • მეგობრულ და საიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • სტაჟირების დამადასტურებელი სერტიფიკატს.

სტაჟირების პირობები :

  • სტაჟირების ხანგრძლივობა: 2-დან 5 თვემდე
  • გრაფიკი: მოქნილი

 

თუ ფიქრობთ რომ ეს სტაჟირება თქვენთვის საინტერესოა და თვლით, რომ ხართ ის ვისაც ვეძებთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე მისამართზე: სააპლიკაციო ფორმა და წერილის სათაურში მიუთითეთ ‘’სტაჟირება საკრედიტო მიმართულებით - შესაბამისი ქალაქი”

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2019 წლის 27 ოქტომბერი

                

Message body empty