სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი - სტაჟირება ფსიქოლოგებისთვის

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 12 დეკემბერი, 2019
ბოლო ვადა 12 იანვარი, 2020

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრთან თანამშრომლობის ფარგლებში, სეუ-ს ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს გთავაზობთ სტაჟირების პროგრამას „სპეციალური პედაგოგის და ფსიქოლოგის მომზადება“.


პროგრამის აღწერა:

  • სტაჟირების პროგრამის მიზანია, მოამზადოს დღის ცენტრების მომსახურების სტანდარტების, საერთაშორისო სტანდარტებისა და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი, შესაბამისი პროფესიული სტანდარტის, ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების მქონე სპეციალისტი.
  • სტაჟირების პროგრამის მონაწილე შესაძლებელია დასაქმდეს სკოლებში, ბაღებში და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრებში სპეციალურ მასწავლებლად, ან ფსიქოლოგად.
  • სტაჟირების პერიოდში სტუდენტი იღებს, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს, რომელიც ფასდება შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით, 100 ქულიანი სისტემით.
  • სტაჟირების დასრულების შემდგომ, დადებითი შეფასების შემთხვევაში, გაიცემა სერტიფიკატი.
     

პირობები:

  • სტაჟირების პროგრამაზე დაიშვებიან ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები (ბაკალავრი, მაგისტრატურა);
  • სტაჟირების პროგრამის ხანგრძლივობაა 3 თვე, კვირაში 15 საათი. (სტაჟიორი თავად არჩევს გრაფიკს);
  • სტაჟირება არაანაზღაურებადია;
  • სტაჟირების ადგილი: დღის ცენტრი „იალონი“, საგურამო;


შერჩევის ეტაპები:

  • რეზიუმეების გადარჩევა;
  • გასაუბრება;
  • კანდიდატებს მიეცემათ დავალება, რის საფუძველზეც აირჩევიან საბოლოოდ სტაჟიორები;

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 12 იანვარი.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნეთ თქვენი რეზიუმეები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითეთ სტაჟირების პროგრამის დასახელება: „სპეციალური პედაგოგის და ფსიქოლოგის მომზადება“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

Message body empty