სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

სტაჟირება ამერიკის საელჩოში

დეპარტამენტი საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილებაში
გამოცხადების თარიღი 13 ნოემბერი, 2020
ბოლო ვადა 27 ნოემბერი, 2020

გამოცხადდა სტაჟირება ამერიკის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილებაში! აშშ-ის საელჩო შესაძლებლობას აძლევს დაინტერესებულ სტუდენტებს, სტაჟირება გაიარონ და პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ აშშ-ის საელჩოში.  პროგრამის მიზანია, სტუდენტებს მიეცეთ მუშაობის შესაძლებლობა საგარეო ურთიერთობების სფეროში, ამერიკულ გარემოში.

მოცემული სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი, არ გულისხმობს რამე სახის სარგებელს ან სამომავლო დასაქმების ვალდებულებას. თუმცა, ჩვენი სტაჟირების პროგრამა გთავაზობთ მომავალი კარიერული განვითარებისთვის აუცილებელ სამუშაო გამოცდილებას.

ვის შეუძლია მონაწილეობა კონკურსში: მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უმაღლესი სასწავლებლების სტუნდეტებს, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით.

როგორ მივიღოთ მონაწილეობა კონკურსში: კანდიდატებმა, რომლებსაც აქვთ სურვილი, გაიარონ სტაჟირება გამოცხადებულ პოზიციებზე, ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში უნდა გამოაგზავნონ შემდეგი საბუთები:

  • სააპლიკაციო ფორმა (ივსება ინგლისურ ენაზე);
  • სამოტივაციო წერილი (იწერება ინგლისურ ენაზე);
  • წერილობითი თანხმობა უნივერსიტეტიდან (სასურველია ინგლისურ ენაზე);
  • სარეკომენდაციო წერილი (სასურველია ინგლისურ ენაზე);
  • აკადემიური მოსწრების ფურცელი (სასურველია ინგლისურ ენაზე);

საბუთები უნდა გამოიგზავნოს  PDF ფორმატში შემდეგ ელფოსტის მისამართზე: [email protected]

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://go.usa.gov/x7Qsd

Message body empty