სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ჯი არ სი - ანაზღაურებადი სტაირება გაყიდვების გუნდში

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 04 მაისი, 2022
ბოლო ვადა 25 მაისი, 2022

„ჯი არ სი“ –  2003 წლიდან სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელი კომპანიაა საქართველოს სამშენებლო ბიზნეს სექტორში.

გუნდი, რომელიც საფუძვლად უდევს კომპანიის წინსვლას, შედგება კვალიფიციური და ერთგული თანამშრომლებისგან. „ჯი არ სი“ ყოველთვის მზად არის მის გუნდში მიიღოს მიზანდასახული და შრომისმოყვარე პირები რომლებიც წვლილს შეიტანენ კომპანიის განვითარებაში https://grc.ge/ 

„ჯი არ სი“ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას გაყიდვების გუნდში.

ადგილმდებარეობა: თბილისი

ანაზღაურება: 500 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი

მოვალეობები:

  • ახალი სამშენებლო ობიექტების მოძიება, აღწერა, საჭიროების დადგენა და შესაბამისი შეთავაზების გენერირება.

მოთხოვნები:

  • სასურველია ბოლო კურსის სტუდენტი ბიზნესის ადმინისტრირების, ან მსგავსი მიმართულებით;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
  • მართვის მოწმობა - B კატეგორია.

პიროვნული თვისებები:

  • ორგანიზებულობა, პუნქტუალობა, პრინციპულობა, ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებისადმი ყურადღებიანი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ CV ელ-ფოსტაზე: [email protected] 2022 წლის 25 მაისამდე. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება  -  „ანაზღაურებადი სტაჟირება გაყიდვების გუნდში

„ჯი არ სი“ გისურვებთ წარმატებას!

Message body empty