სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ანაზღაურებადი სტაჟირება SEU-ში პროექტების მართვის სამსახურში

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 19 მაისი, 2022
ბოლო ვადა 30 მაისი, 2022

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას:

სამეცნიერო-კვლევითი განვითარებისა და პროექტების მართვის სამსახურში.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. N9

ანაზღაურება: 300 ლარი

სტაჟირების პერიოდი - 6 თვე

სამუშაო გრაფიკი: არასრული სამუშაო განაკვეთი

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

  • სამეცნიერო-სასწავლო გრანტის გამცემი ორგანიზაციების მოძიება, საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე, ინფორმაციის მოპოვება საგრანტო კონკურსების შესახებ და ვებ-გვერდის ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით გავრცელება;
  • საგრანტო კონკურსების მოძიება უნივერსიტეტის კვლევითი ერთეულების და აკადემიური პერსონალის მიერ მოთხოვნილი, კონკრეტული თემატიკის ფარგლებში;
  • უნივერსიტეტში არსებული კვლევითი ცენტრის საქმიანობის მხარდაჭერა;
  • უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან და კვლევით ცენტრებთან დაინტერესებულ, უცხოელი მკვლევარების თანამშრომლობის ხელშეწყობა;
  • საჭიროების შემთხვევაში რეფერირებადი სამეცნიერო ჟურნალების მოძიება შესაბამისი მიმართულებით და ინფორმაციის მიწოდება დაინტერესებული აკადემიური პერსონალისთვის;
  • ღონისძიებების ორგანიზებაში მხარდაჭერა;
  • სეუ-ს ვებ გვერდზე კვლევითი საინფორმაციო მასალის მომზადებაში მხარდაჭერა;
  • სამეცნიერო ჟურნალის ტექნიკურ რედაქტირებაში მხარდაჭერა;
  • ოფიციალური მიმოწერის წარმოება;
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება: ბაკალავრის ან მაგისტრატურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • უცხო ენები: ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამები: MS Office - ძალიან კარგად.

პიროვნული უნარები:

  • დახვეწილი წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • კვლევისა და პრეზენტაციის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირების უნარი;
  • შედეგზე ორიენტაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • საძიებო სისტემის გამოყენების უნარი.
  • პუნქტუალურობა.

შერჩევის ეტაპები:

  • CV - ების გადარჩევის ეტაპი;
  • ინდივიდუალური გასაუბრება.

დაინტერესებულმა პირებმა 30 მაისის ჩათვლით გამოგვიგზავნეთ CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე: [email protected]. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

Message body empty