სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

სტაჟირება - სპეციალური პედაგოგის და ფსიქოლოგის მომზადება

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 08 ნოემბერი, 2022
ბოლო ვადა 20 ნოემბერი, 2022

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრთან თანამშრომლობის ფარგლებში, სეუ-ს ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს გთავაზობთ სტაჟირების პროგრამას „სპეციალური პედაგოგის და ფსიქოლოგის მომზადება“

პირობები:

  • სტაჟირების პროგრამაზე დაიშვებიან ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები, ან კურსდამთავრებულები (ბაკალავრი, მაგისტრატურა);
  • სტაჟირების პროგრამის ხანგრძლივობაა 3 თვე, კვირაში 15 საათი, შაბათ–კვირის და უქმე დღეების გარდა (სტაჟიორი თავად არჩევს გრაფიკს);
  • სტაჟირება არაანაზღაურებადია;
  • სტაჟირების ადგილი: დღის ცენტრი „იალონი“, მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. საგურამო;

პროგრამის აღწერა:

  • სტაჟირების პროგრამის მიზანია, მოამზადოს დღის ცენტრების მომსახურების სტანდარტების, საერთაშორისო სტანდარტებისა და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი, შესაბამისი პროფესიული სტანდარტის, ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების მქონე სპეციალისტი.
  • სტაჟირების პროგრამის მონაწილე შესაძლებელია დასაქმდეს სკოლებში, ბაღებში და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრებში სპეციალურ მასწავლებლად, ან ფსიქოლოგად.
  • სტაჟირების პერიოდში სტუდენტი იღებს, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს, რომელიც ფასდება შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით, 100 ქულიანი სისტემით.
  • სტაჟირების დასრულების შემდგომ, დადებითი შეფასების შემთხვევაში, გაიცემა სერტიფიკატი.

შერჩევის ეტაპები:

  • რეზიუმეების გადარჩევა;
  • გასაუბრება;
  • კანდიდატებს მიეცემათ დავალება, რის საფუძველზეც აირჩევიან საბოლოოდ სტაჟიორები;

სწავლების მეთოდი

  • ვერბალური ანუ ზეპირსიტყვიერი;
  • წიგნზე/ტექსტზე მუშაობა;
  • დემონსტრირება და მოდელირება;
  • პრაქტიკული მეცადინეობები;
  • ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობა;
  • სიტუაციური ამოცანის/შემთხვევის ანალიზი;
  • სიუჟეტურ–როლური თამაში/სიმულაცია;
  • პრეზენტაცია/პოსტერი;
  • ვარჯიში;
  • პორტფოლიოს წარმოება;

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 2022 წლის 20 ნოემბერი

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნეთ თქვენი რეზიუმეები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]  და სათაურის ველში მიუთითეთ სტაჟირების პროგრამის დასახელება: სპეციალური პედაგოგის და ფსიქოლოგის მომზადება.

გისურვებთ წარმატებებს!

Message body empty