სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

სეუ-ს სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი აცხადებს სტაჟირებას

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 18 იანვარი, 2023
ბოლო ვადა 25 იანვარი, 2023

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ აცხადებს სტაჟირებას სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტში საერთაშორისო სტუდენტთა მომსახურების მიმართულებით.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. N9 

სამუშაო გრაფიკი: არასრული განაკვეთი 

ანაზღაურება: 300 ლარი

ვადა: 3 თვე

ძირითადი მოვალეობები: 

  • საერთაშორისო სტუდენტთა დარეგისტრირება სწავლების ელექტრონულ სისტემაში: (www.emis.seu.edu.ge) სტუდენტთა მონაცემების რეგისტრაცია.
  • სტუდენტთა პირადი საქმეების მოწესრიგება (საჭირო დოკუმენტების სრულყოფა); 
  • დაინტერესებული სტუდენტებისთვის მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება სამსახურეობრივი ფუნქციებიდან გამოდინარე; 
  • სწავლების ელექტრონულ სისტემაში (www.emis.seu.edu.ge) მონაცემების ასახვა.
     

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • განათლება - სასურველია ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; 
  • განათლების სფერო - განათლების მენეჯმენტი; ბიზნესის ადმინისტრირება ან მომიჯნავე მიმართულებები; 
  • კომპიუტერული პროგრამები - MS Office; 
  • ენები - ინგლისური ენა - B2.
     

პიროვნული უნარები: 

  • დეტალებზე ორიენტირების უნარი; 
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
  • განსხვავებულ ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი; 
  • დატვირთულ გარემოში მუშაობის უნარი; 
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი.

შერჩევის ეტაპები:

  • CV - ების გადარჩევის ეტაპი; 
  • ინდივიდუალური გასაუბრება.

დაინტერესებულმა პირებმა 2023 წლის, 25 იანვრის ჩათვლით გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე: [email protected] გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

Message body empty