სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

სტაჟირება საგამოძიებო სამსახურში

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 02 თებერვალი, 2023
ბოლო ვადა 27 თებერვალი, 2023

გაცნობებთ, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ახალი და კვალიფიციური კადრების მოზიდვის მიზნით, დანერგილია სტაჟირების სისტემა. სტაჟირების პროცესი თითოეულ დაინტერესებულ პირს აძლევს საუკეთესო შესაძლებლობას გაიაროს ღია კონკურსი და გახდეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გუნდის წევრი. სტაჟიორ-გამომძიებელი აღჭურვილი იქნება გამომძიებლის უფლებამოსილებით და ის ერთ წლამდე ანაზღაურებად სტაჟირებას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში გაივლის. პროგრამის მიზანია მოიზიდოს კვალიფიციური, მაღალი პროფესიული და ეთიკური სტანდარტების მქონე კადრები და ხელი შეუწყოს მათ განვითარებას.


გაცნობებთ, რომ მოცემულ ეტაპზე, სამსახურის მიერ გამოცხადებულია სტაჟირების კონკურსი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოში არსებულ ვაკანტურ პოზიციებზე. კონკურსთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციის მიღებას შეძლებთ შემდეგ ბმულს - https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/76296?active=1


სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღების მიზნით კი გთხოვთ, ეწვიოთ შემდეგ ელექტრონულ რესურსებს - https://sis.gov.ge/ka/;
https://www.facebook.com/sis.gov.ge;

Message body empty