ცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 8 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით, ეროვნული თავდაცვის აკადემიის ორგანიზებით ჩატარდება ფასიანი სერტიფიცირებული
ტრენინგ-კურსი: ,,მართვის თანამედროვე მოდელის ფორმირება ორგანიზაციებში’’.
ტრენინგ-კურსი მიზნად ისახავს:
ორგანიზაციული ქცევის არსის, თავისებურებების, შექმნის პრინციპებისა და განვითარების პერსპექტივების, ადამიანისეული კაპიტალის მნიშვნელობის
გაცნობას, ორგანიზაციული ქცევის ფორმირებაში;
კომუნიკაციის და მოტივაციის არსის და მათი ურთიერთკავშირის განსაზღვრას ორგანიზაციულ ქცევაში;
მართვის ინოვაციური მოდელის ჩამოყალიბების თანმდევი სირთულეების და გადალახვის გზების გაცნობას; ინოვაციური პროცესების აუცილებლობის განსაზღვრას ორგანიზაციაში;
ლიდერის პიროვნული თვისებების და ,,მენეჯერი ლიდერის’’ მახასიათებლების გაცნობას.
ტრენინგ-კურსზე რეგისტრაციის თარიღი: 1 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით.
კურსი განკუთვნილია დამწყები და მოქმედი მენეჯერებისთვის, სტუდენტებისთვის (მაგისტრანტები, დოქტორანტები), მეცნიერ-თანამშრომლებისთვის, ასევე ყველა პირისთვის, ვინც დაინტერესებულია ორგანიზაციაში, მართვის თანამედროვე მოდელის ფორმირებისთვის აუცილებელი ფაქტორების შესწავლით და ანალიზით.
არნიშნულ კურსს გაუძღვება გამოცდილი ტრენერი: ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი თამარ ვანიშვილი.
დეტალური ინფორმაცია ტრენინგ-კურსის შესახებ გთხოვთ იხილოთ შემდეგ
მისამართზე: https://elearning.eta.edu.ge/news/80