დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი
25 აპრილი, 2023
ბოლო ვადა
26 მაისი, 2023
„ბიბლუსი ჯგუფში“ განახლდა სასწავლო პრაქტიკის მონაწილეების მიღება. სასწავლო პრაქტიკის მიზანია პროფესიული დონის ამაღლების ხელშეწყობა, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება, მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება, კადრების რეზერვის შექმნის ხელშეწყობა .
სტუდენტები სასწავლო პრაქტიკის გავლას შეძლებენ „ბიბლუსი ჯგუფის“ შემდეგ დეპარტამენტებში:
- ანალიტიკის დეპარტამენტი,
- შეყიდვები დეპარტამენტი,
- ფინანსური დეპარტამენტი,
- მარკეტინგის დეპარტამენტი,
- კომერციული გაყიდვების დეპარტამენტი.
სასწავლო პრაქტიკა არის ორ თვიანი, არა ანაზღაურებადი, კვირაში სამი დღე, დღეში 4 საათი. სასწავლო პრაქტიკა შედგება ორი ეტაპისგან რეზიუმეების გადარჩევა და გასაუბრება. დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გადააგზავნეთ მითითებულ ელ-ფოსტაზე [email protected] და subject-ში მიუთითეთ რომელ დეპარტამენტში გსურთ სასწავლო პრაქტიკის გავლა.
სასწავლო პრაქტიკის მონაწილეები დეპარტამენტების მიხედვით შეძლებენ სემდეგი საკითხების შესწავლას.
ანალიტიკის დეპარტამენტი:
- გაეცნობა საცალო გაყიდვების ბიზსნეს მოდელს,
- დაამუშავებს დიდი მოცულობის ბაზას ექსელში და POWER BI-ში,
- გაეცნობა ანალიტიკურ მიდგომებს საცალო და საბითუმო გაყიდვების მიმართულებით,
- საჭირო უნარების გამომუშავება/გაძლიერება ექსელში (რთულ ფორმულებთან მუშაობა, ვრცელი ცხრილების მარტივ და პრეზენტაბელურ რეპორტებად გარდაქმნა).
პეპელა და XS toys მარკეტინგის დეპარტამენტი:
- კამპანიის დაგეგმარება და აღსრულება
- სარეკლამოებთან ურთიერთობა და შეკვეთების განხორციელება
- დაგროვებითი ბარათის ონფორმაციის ანალიზი და მართვა
- მონაწილეობას მიიღებს იდეების გენერირებაში და მათ აღსრულებაში
- შეისწავლის ყველა საჭირო პოს მატერიალების შეკვეთას და კონტროლს.
ბიბლუსის მარკეტინგის დეპარტამენტი
- გარე თუ შიდა/კორპორატიული ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;
- ახალი პროდუქტების/მომსახურების შემუშავებაში და მისი ცნობადობის გაზრდაში მონაწილეობის მიღება;
- მონაწილეობა გამოფენებსა და ინდუსტრიებს შორის ღონისძიებებში;
- შესრულებული და დაგეგმილი მარკეტინგული აქტივობების ეფექტურობის შეფასება;
- პარტნიორ ორგანიზაციებთან და სარეკლამო კომპანიებთან კომუნიკაცია, შემდგომი აქტივობების დაგეგმვის მიზნით;
- მარკეტინგული მასალების მომზადებაში მონაწილეობა, მათი კონტროლი და მართვა, ქსელთან კომუნიკაცია.
შეყიდვების დეპარტამენტი:
- მომწედებლებთან კონტაქტი, მოლაპარაკებების წარმოება
- კატეგორიების ჯგუფის ხელმძღვანელთან ერთად პროდუქციის არჩევაში ჩართულობა
- შესყიდვების დაგეგმვა
- პროდუქციის შექმნაში მონაწილეობის მიღება, გრაფიკულ დიზაინერებთან უშუალო კომუნიკაცია
- ფასწარმოქმნის გაკეთება
- მოწოდებული ინვოისების თარგმნა ( ინგლისურიდან ქართულ ენაზე)
- ლოგისტიკაში ჩართულობა
- საბაჟო პროცედურებში ჩართვა
- კატეგორიების ჯგუფის ხელმძღვანელისგან დავალებული ექსელის ფაილების დამუშავება ( მოიცავს რამდენიმე შეკევთის გაერთიანებას, ექსელში ფოტოების ჩასმას).
პროგრამა 1C-სთან მუშაობა
- ნომენკლატურის დამატება
- ფასის დადგენა
- ფასდაკლების დანიშვნა
- კონკრაგენტების დამატება
- განაწილების პროგრამულად ჩასმა
- შიდა გადაადგილებები
- ზღვრის დადგენა
- წყაროს დადგენა
ფინანსური დეპარტამენტი:
- საწვავის ჩამოწერის პროცედურა.
- შედარებების გაკეთება დებიტორ კრედიტორებთან.
- პროგრამა fina-ში ბუღალტრული ოპერაციების ასახვა
- პროგრამა 1 ც-ში შესყიდვების და გაყდვების ოპერაციების გავლა ,შემოწმება.
- რს.ჯიზე შედარებების გაკეთება.
- საბუთების დალაგება, დაარქივება.
კომერციული გაყიდვების დეპარტამენტი
- პროდუქტის ფრაის ლისტების დამუშავება;
- ფასდაკლებების და შეთავაზებების დაგეგმვა;
- შეკვეთების ოპერატიულად დაგეგმარება და მიწოდება;
- ელექტრონული კომერციის პლატფორმის გაყიდვების ეფექტურობის გაძლიერება;
- პროდუქტის შეთავაზების მართვა და გაყიდვების სტრატეგიის ჩამოყალიბება კომპანიის პოლიტიკისა და მიზნების შესაბამისად;
- ვებსაიტის მუშაობის გაუმჯობესების მიზნით ელექტრონული კომერციის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
- ბაზარის კვლევა ახალი ტენდენციებისა და ტექნოლოგიების აღმოსაჩენად ვებსაიტების მუშაობის გაუმჯობესების მიზნით;
- შემომავალი რეკვიზიტებისა და მოთხოვნების მოგვარება მომსახურების უმაღლესი დონის უზრუნველსაყოფად;
- მენეჯმენტისთვის შესაბამისი ანგარიშებისა და ანალიზის მიწოდება.