სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

სტრატეგიული კომუნიკაციების ონლაინ სასერტიფიკატო კურსი

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 21 ივნისი, 2023
ბოლო ვადა 07 ივლისი, 2023

პირველი ქართულენოვანი სტრატეგიული კომუნიკაციების ონლაინ სასწავლო პლატფორმის მიზანია, ხელი შეუწყოს ამ მიმართულებით დაინტერესებული პირების ცოდნისა და შესაძლებელობების გაძლიერებას, ასევე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობას.

სასწავლო კურსზე დარეგისტრირება შეუძლია არასამთავრობო ორგანიზაციის, მედიის და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს, ასევე დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს. სწავლა უფასოა, ხოლო მისი წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი.

კურსზე დასაშვებად, დაინტერესებულმა პირებმა უნდა გაიარონ რეგისტრცია პლატფორმაზე Stratcom.org.ge. მონაწილეთა შერჩევა ხდება საქარველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის მიერ. რეგისტრაცია შესაძლებელია 21 ივნისიდან - 7 ივლისის ჩათვლით, ხოლო სასწავლო კურსი 19 ივლისიდან დაიწყება.

სტრატეგიული კომუნიკაციების ონლაინ სასწავლო კურსი, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “სტრატეგიული კომუნიკაციები უკეთესი მომავლისთვის” ფარგლებში ტარდება.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს

 

Message body empty