სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ახალგაზრდები ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა გაძლიერებისთვის

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 03 მაისი, 2023
ბოლო ვადა 10 მაისი, 2023

კავკასიური სახლი, USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, პროგრამის „ახალგაზრდული დიალოგი სამოქალაქო აქტივიზმისთვის“ ფარგლებში, აცხადებს სტუდენტების განაცხადების მიღებას პროექტში “ახალგაზრდები ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა გაძლიერებისთვის“ მონაწილეობის მისაღებად.

პროექტი მიზნად ისახავს ბაკალავრიატის (გარდა პირველი კურსისა), მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებში საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მდგომარეობის, სამართლებრივი რეჟიმის, გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას არსებული პრობლემების გადაწყვეტის პროცესში.

პროექტის პირველ ეტაპზე შერჩეული მონაწილეები დაესწრებიან ოთხი სესიისგან შემდგარ სპეციალურ სალექციო კურსს, რომელსაც წარუძღვებიან გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები.

სალექციო კურსის თემატიკა იქნება:

  • იძულებით გადაადგილების მიმოხილვა საქართველოში (არსებული სიტუაცია და გამოწვევები);
  • ლტოლვილთა დაცვის საკანონმდებლო მოწესრიგება;
  • იძულებით გადაადგილებულ პირთა სამართლებრივი მდგომარეობა და მათ წინაშე არსებული გამოწვევები;
  • ლტოლვილთა ჩართულობისა და ინტეგრაციის ხელშეწყობა: საუკეთესო პრაქტიკა.


ლექციები ჩატარდება თბილისში, მათთვის, ვინც თბილისში ჩამოსვლას ვერ მოახერხებს, უზრუნველყოფილი იქნება ჰიბრიდული რეჟიმი.

სალექციო კურსის შემდეგ სტუდენტები მოამზადებენ ანალიტიკურ სტატიებს, საიდანაც ხუთი საუკეთესო ნაშრომის წარდგენა, დარგის ექსპერტებთან ერთად, მოხდება შემაჯამებელ კონფერენციაზე, ხოლო სამი საუკეთესო ნაშრომის ავტორი მიიღებს ფულად პრიზს 400 ლარის ოდენობით.

ანალიტიკური სტატიების თემატიკა იქნება (სტუდენტებს აქვთ თავისუფლება, საკითხი განიხილონ ან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ან ლტოლვილთა კონტექსტში):

  • საკანონმდებლო ბაზის გავლენა იძულებით გადაადგილებულ პირთა ან/და ლტოლვილთა უფლებებსა და კეთილდღეობაზე საქართველოში;
  • იძულებით გადაადგილებულ პირთა ან/და ლტოლვილთათვის საცხოვრებლის ხელმისაწვდომობა;
  • განათლების უფლების რეალიზება იძულებით გადაადგილებულ პირთა ან/და ლტოლვილთათვის: გამოწვევები და რეკომენდაციები;
  • იძულებით გადაადგილებულ პირთა ან/და ლტოლვილთა ჯანდაცვა;
  • იძულებით გადაადგილებულ პირთა ან/და ლტოლვილთა დასაქმების შესაძლებლობები;
  • ლტოლვილთა ჩართვისა ან/და ინტეგრაციის ხელშეწყობა ქართულ საზოგადოებაში;
  • ახალგაზრდების როლი იძულებით გადაადგილებულ პირთა ან/და ლტოლვილთა უფლებების რეალიზების ხელშეწყობაში.

კანდიდატებს აქვთ თავისუფლება, აირჩიონ საკითხთან დაკავშირებული სხვა თემატიკაც.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, არა უგვიანეს 10 მაისისა გადმოგვიგზავნოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

1) CV;
2) სამოტივაციო წერილი;
3) ნებისმიერ თემაზე თქვენ მიერ აქამდე შესრულებული აკადემიური ნაშრომი (სტატია / რეფერატი)

ელ. ფოსტის მიაამართი: [email protected]

(Subject-ში მიუთითეთ „[სახელი გვარი] – [უნივერსიტეტის დასახელება]“.)

დამატებითი ინფორმაციისა და დამაზუსტებელი შეკითხვებისთვის, შეგიძლიათ, ამავე ელ.ფოსტის საშუალებით მოგვწეროთ. 

ასევე გიზიარებთ  კავკასიური სახლის ფეისბუქ გვერდზე განთავსებული ოფიციალური ინფორმაციის ბმულს:

https://www.facebook.com/caucasianhouse.ge/posts/pfbid02n6HSa3PPDTb9oHLJDCTD7Sos2PKuCHb1cRu7EeCuwz5xXTtkn9wirriK8v6PR6D8l

Message body empty