სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

იუსტიციის სასწავლო ცენტრი პროექტზე - „ადამიანის უფლებების საზაფხულო სკოლა 2023“ - რეგისტრაციას აცხადებს!

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 04 მაისი, 2023
ბოლო ვადა 20 მაისი, 2023

საზაფხულო სკოლის მიზანია ადამიანის უფლებების შესახებ ახალგაზრდების ცოდნის გაღრმავება და ცნობიერების ამაღლება. სასწავლო პროგრამა ეძღვნება ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ არსებულ აქტუალურ საკითხებს და გაჯერებულია სხვადასხვა სახის აქტივობებით.

ზაფხულის სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტის, სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერებებისა და ჰუმანიტარული მიმართულებების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტს და/ან კურსდამთავრებულს, რომელიც:

  • ფლობს სახელმწიფო ენას;
  • არის 25 წლამდე ასაკის;
  • მზადაა, სრულად დაესწროს საზაფხულო სკოლას.

საზაფხულო სკოლას იუსტიციის სასწავლო ცენტრი ევროკავშირისა (EU) და გაეროს (UN) ერთობლივი პროექტის - „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ - ფარგლებში ახორციელებს. მისი პარტნიორები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (OHCHR). 

‼️რეგისტრაციის ბოლო ვადა- 20 მაისი!

დეტალური ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ შემდეგ ბმულს: http://tcj.gov.ge/ka/news/788/

Message body empty