კვლევითი ორგანიზაცია ა(ა)იპ "ეკონომიკური ქცევის კვლევითი ლაბორატორია" იწვევს სტუდენტებს მუდმივმოქმედ კვლევით ბაზაში რეგისტრაციაზე. რეგისტრაცია შეუძლია ნებისმიერი სპეციალობის და კურსის სტუდენტს.
ეკონომიკური კვლევები ხორციელდება შოთა რუსთაველის ფონდის გრანტის FR-23-10587 ფარგლებში.
ბაზაში რეგისტრირებულ სტუდენტებს უახლოეს მომავალში მიიწვევენ ანაზღაურებად ონლაინ ეკონომიკურ კვლევებში. ეკონომიკის ცოდნა არ იქნება საჭირო.
ეს არის ანაზღაურებადი თამაშები. როგორც წესი თამაშების ხანგრძლივობა შეადგენს 45-60 წთ, ანაზღაურებადი თანხა კი საშუალოდ შაედგენს 25 ლარს.