სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

აკადემიური კონკურსი სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 17 სექტემბერი, 2021
ბოლო ვადა 30 სექტემბერი, 2021

გამოცხადების თარიღი: 16.09.2021

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 30.09.2021

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ აცხადებს კონკურსს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ვაკანტურ თანამდებობაზე

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

სამუშაო გრაფიკი: სრული(40 საათი)

ძირითადი მოვალეობები: 

  • ფაკულტეტის ინტერესების წარმოდგენა უნივერსიტეტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან და საუნივერსიტეტო წარმომადგენლობით ორგანოებში;
  • ფაკულტეტის საბჭოს სხდომების თავმჯდომარეობა;
  • ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში და რექტორისათვის ხელმოსაწერად წარდგენა;
  • სასწავლო პროგრამების ხელმძღვანელებისა და აკადემიური პერსონალის კოორდინირება კურიკულუმის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში;
  • ფაკულტეტის პერსონალის სრული და დროული ინფორმირება საუნივერსიტეტო პროცესებისა და სიახლეებზე;
  • სტუდენტებთან ინფორმაციული შეხვედრების ორგანიზება;
  • ფაკულტეტის პერსონალის ინფორმირება შესასრულებელი სამუშაოს ვადებისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ;
  • სტუდენტების სამეცნიერო სამუშაო პროცესის ორგანიზება, სტუდენტთა კვლევითი ნაშრომების შესრულების კონტროლი და აკადემიური პერსონალის მხრიდან მათზე დახარჯული სამუშაო დროის მონიტორინგი;
  • არსებული პროგრამის რევიზიაზე და ახალი პროგრამების შემუშავებაზე აკადემიური საბჭოსთვის წარდგენილი წინადადებების დადასტურება;
  • ფაკულტეტის კომისიების შექმნა და კომისიის ხელმძღვანელების დანიშვნა, აკადემიური პერსონალის შერჩევის, კვალიფიკაციის მინიჭების, საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების დაცვისა და სხვა მიზნებით;
  • ფაკულტეტთან დაკავშირებულ საკითხებზე სპეციალური სამუშაო ჯგუფების შექმნა;
  • ფაკულტეტის წლიური სამოქმედო გეგმის შემუშავების კოორდინირება;
  • ფაკულტეტის სტრატეგიული განვითარების ზედამხედველობის გაწევა;
  • ფაკულტეტის ბიუჯეტისა და ფინანსური რესურსების მიზნობრივი გამოყენების უზრუნველყოფა;
  • ფაკულტეტის დებულებასა და სტრუქტურაში შესატანი ცვლილებების შემუშავება და წარდგენა ფაკულტეტის საბჭოზე, განსახილველად და დასამტკიცებლად;
  • მონაწილეობის მიღება ფაკულტეტის პერსონალის სამეცნიერო და აკადემიური მუშაობის დადასტურებასა და შეფასებაში;
  • წლიური ანგარიშების მომზადება ფაკულტეტის სამეცნიერო საქმიანობის თაობაზე;
  • თვითშეფასების შედეგების საფუძველზე, საგანმანათლებლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესების შესაძლებლობების განხილვა და შემდგომი სრულყოფის ღონისძიებების დასახვა;
  • ადგილობრივ და საერთაშორისო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის წინადადებების წარდგენა;
  • დისციპლინური საქმისწარმოების ინიცირება ფაკულტეტის აკადემიური/მოწვეული პერსონალის მხრიდან საკუთარი ვალდებულებების არშესრულების, არასათანადოდ შესრულების და/ან სხვა სახის დარღვევის შემთხვევაში;
  • სააპელაციო კომისიების შექმნა სტუდენტების მხრიდან შემოსულ საჩივრებზე რეაგირების მიზნით, ყოველსემესტრულად საჩივრების კატეგორიზაცია და ანალიზი, შედეგების განხილვა ფაკულტეტის საბჭოზე და აკადემიური მიმართულებით ვიცერექტორისათვის ინფორმაციის მიწოდება, შემდგომი რეაგირებისათვის;
  • რექტორისათვის ვიცე-დეკანების რაოდენობისა და ფუნქციების შეთავაზება;
  • აკადემიური საბჭოსა და ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებებისა და რექტორის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების შესრულება.
     

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ინგლისური ენა - B2;
  • კომპიუტერული პროგრამები - (MS office: word, excel, power point);
  • დეკანი ინიშნება შესაბამისი ფაკულტეტის აფილირებული აკადემიური პერსონალის (პროფესორის/ასოცირებული პროფესორის) შემადგენლობიდან.


პიროვნული თვისებები

  • სტრატეგიული აზროვნების უნარი;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ორგანიზაციის მიზნებისა და შედეგების მიღწევაზე ორიენტირების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პრობლემების იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი;
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • კონცეპტუალური აზროვნების უნარი

განცხადების წარდგენის პროცესი:


დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს ქვემოთ მოცემული დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]

    1.რეზიუმე/CV

    2.სამოტივაციო წერილი 


გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები. დამატებითი ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ: www.seu.edu.ge

Message body empty