სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ლექციების სერიიდან - საერთაშორისო ტურიზმის და გარემოს განვითარების საკითხები, SEU-მ პირველ საჯარო ლექციას უმასპინძლა

16 ნოემბერი, 2021

16 ნოემბერს, ლექციების სერიიდან - საერთაშორისო ტურიზმის და გარემოს განვითარების საკითხები, SEU-მ პირველ საჯარო ლექციას უმასპინძლა. ლექცია წაიკითხა SEU-ს მოწვეულმა ლექტორმა - ედუარდას სპირიაევასმა. 

ედუარდას სპირიაევასი გახლავთ - ასოცირებული პროფესორი, დოქტორი ტურიზმის გეოგრაფიის, რეგიონთმცოდნეობის, კვლევის მეთოდოლოგიისა და ტურიზმის სივრცით დაგეგმარების მიმართულებით. მას ტურიზმის განათლების სფეროში მოღვაწეობის ოც წლიანი გამოცდილება აქვს კლაიპედას უნივერსიტეტში (ლიეტუვა) და რიგაში, ლატვიის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორის სახით. ასოცირებული პროფესორი, დოქტორი ედუარდას სპირიაევასი SEU-ს მოუწვეული ლექტორია, ის ლექციებს ტურიზმის მენეჯმენტის შესახებ კითხულობს

შეხვედრაზე ედუარდას სპირიაევასმა ისაუბრა საერთაშორისო ტურისტული გარემოს დაგეგმარების შესახებ. შეხვედრას ესწრებოდნენ SEU-ს ტურიზმის პროგრამის სტუდენტები, ასევე ტურიზმის სფეროთი დაინტერესებული პირები. ლექციათა ციკლის დასრულების შემდეგ, მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს. შეგახსენებთ, რომ შემდეგი ლექცია გაიმართება 14 დეკემბერს და 18 იანვარს.

Message body empty