სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

საინფორმაციო შეხვედრა ჰორიზონტი ევროპას პროგრამის შესახებ

18 აპრილი, 2024

17 აპრილს, საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU-მ ჰორიზონტი ევროპას პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრას უმასპინძლა. 

შეხვედრა გახსნა SEU-ს ვიცე-რექტორმა სამეცნიერო კვლევითი მიმართულებით  - ანა ფირცხალაშვილმა, ხოლო დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართა „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელმა - ლევან ხეცურიანმა და ისაუბრა პროგრამის მიზნების შესახებ.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროპის კვლევების საბჭოს (ERC), ევროპის ინოვაციების ეკოსისტემას და ამ მხრივ დაფინანსებისა და ინვესტიციების შესაძლებლობებს, რის შესახებაც ეროვნულმა საკონტაქტო პირებმა - ეკატერინე სანაიამ და ანა გოლეთიანმა, დაინტერესებულ პირებს საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაუზიარეს. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ პროფესორები და მკვლევრები როგორც საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-დან, ისე სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან.

Message body empty