სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

დასაქმების ფორუმი SEU-ში 2024

18 აპრილი, 2024

17 აპრილს, SEU-ში კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა მორიგი „დასაქმების ფორუმი 2024“. 

ფორუმის მიზანი იყო დამსაქმებლებისა და SEU-ს სტუდენტების/კურსდამთავრებულების დაკავშირება, კარიერის განვითარების და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით.

დასაქმების ფორუმში მონაწილეობა მიიღეს შემდეგმა ადგილობრივმა და საერთაშორისო კომპანიებმა:

  • ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი
  • სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური
  • საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო
  • სს ევექსი
  • საქართველოს ბანკი
  • სს კრედო ბანკი
  • თიბისი დაზღვევა
  • აღსრულების ეროვნული ბიურო
  • CityPay.io
  • სსიპ იუსტიციის სახლი
  • Sheraton Grand Tbilisi Metechi palace
  • კავკასიის ავტოიმპორტი ( CAI )
  • Moore Abc
  • 'გეფა'
  • შპს ჯი-ემ-თი სასტუმროები, მოქმედი როგორც სასტუმრო თბილისი მარიოტი, ქორთიარდ მარიოტი და მოქსი თბილისი
  • ელიტ ელექტრონიქსი
  • აღმოაჩინე საქართველო/ Discover Georgia
  • თეგეტა
  • შპს იმპექსფარმი
  • ბაზისბანკი
  • ოქტაგონი
  • ALLSTARSIT
  • Liberty
  • გრანთორთონი
  • შპს ნოვა
  • თიბისი
  • სს "მინა" - Sisecam
  • ECOVIS GEORGIA
  • პალიტრა ჰოლდინგი
  • ROOMS
  • იუ-ჯი-თი
  • Hilton Garden Inn
  • Paragraph Freedom Square, a Luxury Collection Hotel
  • wendys dunkin subway
  • Dressup Group
  • Auto home
  • სს ნიკორა
  • ჯეპრა
  • Red House 
  • Future Bridge
  • ტეგ ლიფტი
  • შპს ,,თბილისი ენერჯი”
  • ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • SOLVIT
  • ფილიპ მორის საქართველო 
  • შემოსავლების სამსახური
  • სს ტერაბანკი 
  • შპს სმენის სახლი
  • ენერგო პრო
  • ამბოლი

SEU-ს სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასაუბრებოდნენ წამყვანი კომპანიის HR-ებს, უშუალოდ დამსაქმებლისგან მიეღოთ ინფორმაცია სამუშაო პირობების და კარიერული განვითარების შესახებ, ასევე ადგილზე შეეძლოთ სხვადასხვა სფეროს სააპლიკაციო ფორმის შევსება.

ღონისძიების დროს დაინტერესებულ პირებს ერთიან სივრცეში შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ მათ შორის, ისეთ ვაკანსიებს, როგორებიცაა:  სექტორის მენეჯერი, პერსონალის შერჩევის და კარიერის მართვის განყოფილების უფროსი სპეციალისტი, ტალანტების მოზიდვისა და დამსაქმებლის ბრენდინგის მენეჯერი, პერსონალის შერჩევის და კარიერის მართვის განყოფილების უფროსი, გამყვანი ტუროპერატორი, შემომყვანი ტუროპერატორი, ადამიანური რესურსების მენეჯერი, დირექტორის თანაშემწე, ადამიანური რესურსების დირექტორი, ადვოკატი, სტრატეგიული ბაზრების დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი, ეკონომიკური კონკურენციის დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი, იურიდიული დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი, მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი და სხვა. 

ფორუმის გახსნაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ვიცე-რექტორებმა, კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ფაკულტეტის დეკანებმა და SEU-ს მოწვეულმა სტუმარმა ფონზ მორისმა, რომელიც გახლავთ ნეტფლიქსის პლატფორმის წამყვანი ციფრული დიზაინერი მონეტიზაციის და კონვერტიზაციის მიმართულებით.

აღსანიშნავია ის, რომ ფორუმში აქტიურად იყვნენ ჩართულები SEU-ს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები და კურსდამთავრებულები. 

მნიშვნელოვანი ისიც, რომ დასაქმების ფორუმს SEU-ს ახალი პარტნიორი კომპანიები შემოუერთდნენ მრავალფეროვანი ვაკანსიებით. 

ჩვენთვის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმება და კარიერული განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. SEU მუდმივად ახორციელებს მსგავს ღონისძიებებს და აქტიურად თანამშრომლობს დამსაქმებლებთან, რათა სტუდენტს და კურსდამთავრებულებს ხელი შეუწყოს დასაქმებასა და კარიერულ განვითარებაში. 

დასაქმების ფორუმი ჩატარდა SEU-ს კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით, რომელიც ზრუნავს სტუდენტების და კურსდამთავრებულების კარიერულ განვითარებაზე და მათ აქტიურად სთავაზობს მიზნობრივ: ტრენინგებს, ვორკშოფებს, დასაქმების ფორუმებს და სხვა.

Message body empty