English
EN GE

-

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთით

ანაზღაურება: 1 000 ლარიდან

 

ძირითადი მოვალეობები:

  • უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში შემდეგი აქტივობების განხორციელება
  • პარტნიორ საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებთან თანამშრომლობის დამყარება
  • არსებული თანამშრომლობის პროექტების ფარგლებში სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებელთა საერთაშორისო მობილობის ორგანიზება
  • ერთობლივი საერთაშორისო პროექტების (ERASMUS + და სხვა) ადმინისტრირება
  • საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებისა და აქტივობების შესახებ ინფორმაციის მოპოვება
  • საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრების ორგანიზება
  • საერთაშორისო მივლინებების ორგანიზება
  • საერთაშორისო მივლინებებსა და საქმიანი ვიზიტების განხორციელება
  • წერითი და/ან ზეპირი თარგმანის შესრულება ქართულიდან ინგლისურ ენაზე და პირიქით.

 -

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება. საზღვარგარეთ ან/და საერთაშორისო ურთიერთობებისა და განათლების ადმინისტრირების მიმართულებით მიღებული განათლება ჩაითვლება უპირატესობად
  • ინგლისური და ქართული ენების მაღალ დონეზე ფლობა (რუსული ენის ფლობა ჩაითვლება დამატებით უპირატესობად)
  • საქმიანი კომუნიკაციის მაღალ დონეზე წარმოების უნარი (როგორც ზეპირად, ასევე წერილობით)
  • ძირითადი კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა (Microsoft Word, Powerpoint და ინფორმაციის მოძიება)
  • უმაღლესი განათლების სისტემის (როგორც საქართველოს, ასევე ევროპული საგანმანათლებლო სისტემების) შესახებ ცოდნა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად)
  • საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში ჩართულობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • საგრანტო პროექტებში ჩართულობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

 -

პიროვნული თვისებები

  • კომუნიკაბელურობა
  • ორგანიზებულობა
  • მოწესრიგებულობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • ეფექტურად მუშაობის უნარი როგორც გუნდთან ერთად, ისე დამოუკიდებლად

 -

განცხადების წარდგენის პროცესი:

დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს ქვემოთ მოცემული დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@seu.edu.ge

  1.რეზიუმეს / CV (ინგლისურ ან ქართულ ენაზე)
  2.სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე

 -

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 

განცხადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 30 აპრილი.

გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები

დამატებითი ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ: www.seu.edu.ge

-