English
EN GE

3 თვიანი პრაქტიკა - სასტუმროს PR-სა და მარკეტინგში დასაქმებისა და კარიერული ზრდის პერსპექტივით!

 

ახლად გახსნილი სასტუმრო - ზაალის არტ ჰოტელი გთავაზობთ პრაქტიკას დინამიკურ და ახალგაზრდა გუნდში, სადაც გექნებათ კარიერული ზრდისა და განვითარების საშუალება. 

სასტუმრო ზაალის არტ ჰოტელი ქართველ და უცხოელ სტუმრებს სთავაზობს კომფორტულ, ლამაზ და კეთილმოწყობილ ნომრებს. სასტუმროს ინტერიერი გამორჩეულია სადა, მინიმალისტური დიზაინით რომელშიც განლაგებულია სხვადასხვა ქართველი ხელოვანის ხელნაკეთი ნივთები და ნახატები, რომელიც ქმნის თბილ და მყუდრო გარემოს. ტურისტების სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ხელნაკეთი ხელოვნების ნიმუშების შეძენა.

სასტუმროს აქვს კეთილმოწყობილი, გამწვანებული და მშვიდი საკუთარი ეზო, სადაც ტურისტებს შეუძლიათ განტვირთვა და თავისუფალი დროის გატარება. სასტუმროში ასევე განლაგებულია ღვინის მარანი, სადაც სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა დააგემოვნონ ქართული ტექნოლოგიებით დაწურული ქართული ღვინო, კონიაკი და ჭაჭა.

-

აუცილებელი მოთხოვნები:

  • PR-სა და მარკეტინგში მუშაობის გამოცდილება
  • სოციალური მედიისა და სასტუმროების დაჯავშნის სისტემების მართვის პრაქტიკული გამოცდილება (www.booking.com; www.expedia.com; www.airbnb.com; www.facebook.com;)
  • ინგლისური ენის ფლობა (საშუალო დონეზე, ვებ გვერდებზე განთავსებული ინფორმაციის გასაგებად და გასაანალიზებლად)
  • ოფიციალური კორესპოდენციისა და ზეპირი გამართული მეტყველების უნარი

 -

ძირითადი მოვალეობები:

  • PR-სა და მარკეტინგის 3 თვიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, მართვა
  • სასტუმროში არსებული პროდუქტების შეფუთვა, რეკლამირება, PR
  • სოციალურ ქსელში სამიზნე ჯგუფებთან კომუნიკაცია, ყოველდღიური პოსტების ატვირთვა, ბაზრის კვლევა
  • იმეილის, სკაიპისა და ტელეფონის საშუალებით სამიზნე ჯგუფებთან კომუნიკაციის დამყარება
  • სასტუმროში საინფორმაციო ტურების მოწყობა სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისთვის
  • სასტუმროს ცნობადობის გასაზრდელად ოფიციალური შეხვედრების წარმართვა

-

პიროვნული თვისებები:

  • გაწონასწორებული, მშვიდი, კომუნიკაბელური, დახვეწილი მეტყველებით
  • შრომისმოყვარე და საქმეზე ორიენტირებული
  • პუნქტუალური და დისციპლინირებული
  • ინოვაციური და კრეატიული ხედვა                                                  

-

სამუშაო განაკვეთი და პირობები:

  • ნახევარი განაკვეთი (სწავლასთან შეთავსებით)
  • 3 თვე პრაქტიკის წარმატებით გავლის შემდეგ პრაქტიკანტს გადაეცემა ორენოვანი სერთიფიკატი, სადაც ასახული იქნება განვლილი აქტივობები და საქმიანობები და განიხილება სასტუმროში მისი დასაქმება გრძელვადიანი პერსპექტივით

 


დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: zaalisarthotel@gmail.com

გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ “PR და მარკეტინგი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 

 

გისურვებთ წარმატებას!