English
EN GE

კომპანია "Evolution Gaming Georgia” ეძებს კანდიდატს თამაშის წარმდგენის პოზიციაზე.

ევოლუშენ გეიმინგი შვედური ორგანიზაციაა, რომელიც 2006 წელს დაარსდა და დღესდღეობით ლიდერია თავის სფეროში. კომპანია მსოფლიო მასშტაბით სხვადსხვა მიმართულების სერვისით ემსახურება სამორინეებს და ლაივ კაზინოებს.

ევოლუშენ გეიმინგი აძლევს საშუალებას ადამიანებს დაიწყონ მათი კარიერა საერთაშორისო კომაპნიაში, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული თანამშრომლის სწავლებასა და განვითარებას. დასაქმებულ ადამიანს დახვდება საინტერესო, ინოვაციური გარემო და მეგობრული გუნდი.

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • თამაშების წარდგენა “ონლაინ პლათფორმაზე“
  • სამორინეების მომხმარებლებთან დისტანციურად კომუნიკაციის დამყარება და მათთვის კონსულტაციის გაწევა.

 

ძირითადი მოთხოვნები:    

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
  • კომპიუტერის საბაზისო დონეზე ცოდნა
  • სასურველია მომსახურეობის სფეროში გამოცდილება.

 

პიროვნული თვისებები: 

  • კომუნიკაბელური
  • სხარტი აზროვნება
  • მოტივირებული
  • განვითარებაზე ორიენტირებული.

 

კომპანია სთავაზობს კანდიდატს:

  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს, მარტივად შეთავსებადს სწავლასთან
  • სტაბილურ ანაზღაურებას და საბონუსე სისტემას
  • კომპანიის მიერ დაფინანსებულ ტრენინგებს
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • პროფესიული და კარიერული ზრდის საშუალებას
  • დინამიურ და საინტერესო სამუშაო გარემოს.

თუ თვლით, რომ აღნიშნული ვაკანსია თქვენთვისაა, გსურთ განვითარება, ახალი შესაძლებლობები და მზად ხართ გამოწვევებისთვის, მაშინ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr.evolutiongaming@gmail.com

გისურვებთ წარმატებას!