სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

პროგრამის მიზანი:

  • ხელი შეუწყოს მაღალი კომპეტენციის საერთაშორისო ურთიერთობების, საჯარო მოხელეების, პოლიტიკურად განათლებული,  საზოგადოებრივად მოაზროვნე და აქტიური მოქალაქეების მომზადებას.
  • შეისწავლოს საერთაშორისო ურთიერთობების თეორიაში არსებული ძირითადი ტენდენციები და მიდგომები, მათ შორის, საერთაშორისო ურთიერთობების თეორიაში არსებული უახლესი მიმდინარეობები.
  • გარკვეული წარმოდგენა შეუქმნას საერთაშორისო პოლიტიკის ასპექტებსა და უსაფრთხოების პრობლემებზე.
  • მოახდინოს თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში არსებული ძირეული პრობლემების გააზრება და განზოგადება.
  • შეასწავლოს დიპლომატიური და საკონსულო სამსახურების მუშაობის სამართლებრივი რეგულირების მექანიზმები;
  • გამოუმუშავოს  მშობლიურ და უცხო ენაზე (ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული)ინფორმაციის  მოძიებისა და ნებისმიერი ფორმით კომუნიკაციის უნარ-ჩვევა;
  • შეასრულოს საბაკალავრო ნაშრომი , რომელშიც ასახული იქნება საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში მიღებული თეორიული ცოდნა.

  • საბაკალავრო პროგრამის მიზანია სტუდენტს:

  • გამოუმუშავოს საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის სფეროში მიმდინარე პროცესების ანალიზის, შეფასებისა და მასთან დაკავშირებით ლოგიკური მსჯელობის უნარი;
  • საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის, ანალიზის მსჯელობის, დასაბუთების აუცილებელი უნარები.
  • ჩამოუყალიბოს სამართლიანობის, ადამიანის უფლებების, სოციალური და დემოკრატიული ფასეულობების გათვალისწინებით მოქმედების უნარ-ჩვევა.
  • საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში პრაქტიკული საქმიანობისას სამართლიანობის, სოციალური და დემოკრატიული ფასეულობების დაცვის უნარი.
Message body empty