სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

პროგრამის მიზანი

"სეუს" სამართლის სამაგისტრო პროგრამა მიზნად ისახავს:

  • სტუდენტს გაუღრმავოს ცოდნა სამართლის დარგებში;
  • ჩაუყაროს მყარი საფუძველი სამართლის მიმართულებით სპეციალიზაციის არჩევის/შეცვლის გათვალისწინებით;
  • მისცეს სტუდენტებს აუცილებელი ცოდნა სწავლის გასაგრძელებლად, რათა შეძლონ პროფესიაში სრულად შესვლა ;
  • სტუდენტები მოამზადოს პრაქტიკული საქმიანობის განხორციელებისა და დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევისათვის; 
  • სტუდენტმა შეძლოს ახალი ტექნოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური მიღწევების გამოყენება ;
  • სტუდენტმა მოიძიოს ახალ მულტიდისციპლინარულ გარემოში პრობლემების გადაწყვეტის ორიგინალური გზები;
  • მოამზადოს სტუდენტი სრული დამოუკიდებელი პასუხისმგებლობით შეიტანოს საკუთარი წვლილი სწავლასა და/ან პრაქტიკულ საქმიანობაში.

პროგრამის აქტუალურობა

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტ სეუ-ს მისიიდან გამომდინარე სამაგისტრო პროგრამის მიზანია: ეროვნულ და საერთაშორისო საზოგადოებაში არსებულ სამართლებრივ ღირებულებათა დამკვიდრების ხელშეწყობა;
სამართლებრივი კვლევის მეთოდოლოგია და წერის სტანდარტები სტუდენტს შეასწავლის, დარგში არსებული პრობლემების კვლევის სხვადასხვა მეთოდებს და ამასთანავე, მისცემს მას ცოდნას შესაბამისი სტანდარტების დაცვით, აკადემიურად და კვალიფიციურად, წერითი ფორმით ასახოს ნაშრომში, როგორც საკუთარი შეხედულებები და დასკვნები, ასევე სხვა ავტორთა მოსაზრებების მიმართ თავისი დამოკიდებულებები;
ინტერდისციპლინური კვლევითი ნაშრომის - ესსეს სახით, შესრულებისას სტუდენტი შეისწავლის, როგორ დააკავშიროს ერთი დარგი მეორეს, მაგალითად სამართალი და პოლიტიკა, ან სამართალი და სოციოლოგია, ასეთი ნაშრომის შესრულებისას სტუდენტს მოეთხოვება, როგორც სამეცნიერო წერის კულტურისა და აკადემიური პატიოსნების დაცვა, ასევე დარგთაშორისი პრობლემების კვლევის უნარი;
გერმანული, ფრანგული, ანგლო-ამერიკული სამართლის კულტურის შესწავლით სტუდენტი სამართლის თავისებურებათა, მართლმსაჯულების სისტემათა და იურიდიული განათლების შესახებ, შესაბამის ენაზე, მიღებული ცოდნით გააცნობიერებს ამა თუ იმ სამართლებრივი სისტემის კულტურას, შეძლებს უცხოურ ენაზე სწავლას, კვლევისა თუ პრაქტიკული საქმიანობის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ განხორციელებას;
იურიდიული რიტორიკის პრაქტიკული კურსის გავლის შედეგად სტუდენტი შეძლებს ეფექტურ კომუნიკაციას როგორც პროფესიულ, ისე არაიურიდიულ წრეებთან; მჭერმეტყველების ხელოვნების დაუფლება, სასამართლო დარბაზში გამოსვლისა თუ მოლაპარაკებების წარმოების სპეციფიური მეთოდების ათვისება, წარმოსათქმელი სიტყვის სწორად მომზადება, პროფესიული კამათისას, კვალიფიციური იურისტისათვის აუცილებელი თვისებების წარმოჩენა უდავო წინაპირობაა, როგორც პირადი, ისე წარმოსადგენი იურიდიული თუ ფიზიკური პირის შესახებ დადებითი შეხედულებისა და დარგის კვალიფიციური სპეციალისტის რეპუტაციის შექმნისათვის;
პრაქტიკული უნარების განვითარება სამართლის სამაგისტრო პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიზანია; იურიდიული კლინიკები საუკეთესო საშუალებაა პრაქტიკული საქმიანობის დამოუკიდებლად განხორციელების საფუძვლიანი მომზადებისათვის. პროგრამაში ასევე შეთავაზებულია სამოქალაქო განათლების პრაქტიკული კურსი (Street Law), რაც უმთავრესად სამართლის სწავლების უნარ-ჩვევების გამომუშავებას ისახავს მიზნად;
სამაგისტრო ნაშრომის შესრულება სტუდენტის მიერ სამართლის სამაგისტრო პროგრამის დასრულებისათვის აუცილებელი და დასკვნითი კომპონენტია; ნაშრომის შესრულებისას სტუდენტი დამოუკიდებლად ქმნის წერით შრომას, სადაც აისახება პროგრამაზე სწავლისას მის მიერ შეძენილი ცოდნა და უნარები; სამაგისტრო ნაშრომში ნათლად წარმოჩნდება თუ რამდენად შეუძლია გაანალიზოს იურისპრუდენციის ღირებულებები და რამდენად არის მზად თავად შეიტანოს წვლილი ახალი ღირებულებების ფორმირებაში; ნაშრომმა უნდა გამოავლინოს დასმულ საკითხებთან დაკავშირებული კვლევის მეთოდების დაუფლების დონე და მომავალი პროფესიული საქმიანობის პირობებში მაგისტრანტის მზადყოფნა დამოუკიდებელი მუშაობისთვის. ნაშრომის შესრულებას ხელმძღვანელობს სამართლის სამაგისტრო პროგრამის განხორციელებაში ჩართული აკადემიური ან/და მოწვეული პერსონალი. ნაშრომზე მუშაობის ფარგლებში გათვალისწინებულია კონსულტაციები, რომელიც სტუდენტს ხელს უწყობს ხელმძღვანელის დახმარებით დაეუფლოს დამოუკიდებლად მუშაობის ჩვევებს, სასწავლო-სამეცნიერო ლიტერატურაზე, ახლებური საკანონმდებლო მოწესრიგების, სასამართლო პრაქტიკისა ან მეცნიერული მიდგომების პირობებში კვლევის განხორციელებისა და ცვლილების ანალიზიდან გამომდინარე დასკვნის ჩამოყალიბება.
სამართლის სამაგისტრო პროგრამაში შეთავაზებული სასწავლო კურსების ნაწილი სამართლის რამდენიმე დარგსა და ინსტიტუტს აერთიანებს, თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე იურისტის დასაქმებისათვის აუცილებელია მას ერთდროულად რამდენიმე დარგის ღრმა და სისტემური ცოდნა გააჩნდეს, რათა მისი რესურსი საინტერესო და სასარგებლო იყოს კერძო თუ საჯარო სექტორში დასაქმების შემთხვევაში.
სამაგისტრო პროგრამაში შეთავაზებულია ისეთი არჩევითი კურსები, რომლებიც სტუდენტს საშუალებას აძლევს სიღრმისეულად შეისწავლოს სამართლის კონკრეტული ინსტიტუტები, თანამედროვე სასამართლო პრაქტიკის პრობლემები თუ საქართველოში ახლადამოქმედებული საერთაშორისო ნორმები, ასევე სტუდენტს აქვს საშუალება აირჩიოს ისეთი სასწავლო კურსები, რომლებიც ამა თუ იმ დარგში სასამართლო პრაქტიკის ანალიზზეა აგებული.

Message body empty