არ მსურს გამოწერა

პროგრამები

გაცვლითი პროგრამები

სტაჟირება გერმანიის სამართალდამცავ ორგანოებში - იურიდიული ფაკულტეტი

პროგრამის ხანგრძლივობა: ერთი სემესტრი სწავლების ენა: ინგლისური შერჩევის წესი: აპლიკაციათა განხილვა, ტესტირება უცხო ენაში, გასაუბრება გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მიღების მსურველთა რეგისტრაციის ფორმა.

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს სთავაზობს სტაჟირების პროგრამას გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკაში, ქალაქ ბრემენის სასამართლოში, პროკურატურასა და ადვოკატურაში.

გაცვლითი სემესტრი გერმანიაში - იურიდიული ფაკულტეტი

პროგრამის ხანგრძლივობა: ერთი სემესტრი სწავლების ენა: ინგლისური შერჩევის წესი: აპლიკაციათა განხილვა, ტესტირება უცხო ენაში, გასაუბრება

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს სთავაზობს გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკაში, ქალაქ კიოლნის უნივერსიტეტში გაცვლით პროგრამას.

გაცვლითი პროგრამა პორტუგალიაში

პროგრამის ხანგრძლივობა: ერთი სემესტრი სწავლების ენა: ინგლისური შერჩევის წესი: გაცვლითი პროგრამის მონაწილე სტუდენტების შერჩევა მოხდება სამოტივაციო წერილის და გასაუბრების საფუძველზე.

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ აცხადებს ბიზნესის მართვის ფაკულტეტის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის, გაცვლით სემესტრს (გაზაფხულის სემესტრი) ბრაგანცას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (პორტუგალია)

მაღალი აკადემიური მოსწრება (მინიმუმ 75 ქულა(2,2+))
ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა (შეიძლება დადასტურდეს საერთაშორისო სერტიფიკატით - TOEFL, IELTS და სხვა ან საუნივერსიტეტო ტესტირებით)

პრიორიტეტი მიენიჭებათ მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს, რომლებმაც სემესტრის სასწავლო კურსები ან მათი ნაწილი გაიარეს ინგლისურად/ ინგლისურენოვანი ლიტერატურით.


რეგისტრაციის ბოლო ვადაა 20 ოქტომბერი

გაცვლითი პროგრამა ტურიბას უნივერსიტეტში, ლატვია

პროგრამის ხანგრძლივობა: ერთი სემესტრი სწავლების ენა: ინგლისური შერჩევის წესი: გაცვლითი პროგრამის მონაწილე სტუდენტების შერჩევა მოხდება სამოტივაციო წერილის და გასაუბრების საფუძველზე.

მაღალი აკადემიური მოსწრება (მინიმუმ 75 ქულა(2,2+))
ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა (შეიძლება დადასტურდეს საერთაშორისო სერტიფიკატით - TOEFL, IELTS და სხვა ან საუნივერსიტეტო ტესტირებით)

პრიორიტეტი მიენიჭებათ მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს, რომლებმაც სემესტრის სასწავლო კურსები ან მათი ნაწილი გაიარეს ინგლისურად/ ინგლისურენოვანი ლიტერატურით.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 20 ნოემბერი.