არ მსურს გამოწერა

პროგრამის მიზანი

სტუდენტს გაუღრმავოს ცოდნა სამართლის დარგებში; ჩაუყაროს მყარი საფუძველი სამართლის მიმართულებით სპეციალიზაციის არჩევის/შეცვლის გათვალისწინებით; მისცეს სტუდენტებს აუცილებელი ცოდნა სწავლის გასაგრძელებლად, რათა შეძლონ პროფესიაში სრულად შესვლა ; სტუდენტები მოამზადოს პრაქტიკული საქმიანობის განხორციელებისა და დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევისათვის; სტუდენტმა შეძლოს ახალი ტექნოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური მიღწევების გამოყენება ; სტუდენტმა მოიძიოს ახალ მულტიდისციპლინარულ გარემოში პრობლემების გადაწყვეტის ორიგინალური გზები; მოამზადოს სტუდენტი სრული დამოუკიდებელი პასუხისმგებლობით შეიტანოს საკუთარი წვლილი სწავლასა და/ან პრაქტიკულ საქმიანობაში.

პროგრამის აქტუალურობა

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტ სეუ-ს მისიიდან გამომდინარე სამაგისტრო პროგრამის მიზანია: ეროვნულ და საერთაშორისო საზოგადოებაში არსებულ სამართლებრივ ღირებულებათა დამკვიდრების ხელშეწყობა; სამართლებრივი კვლევის მეთოდოლოგია და წერის სტანდარტები სტუდენტს შეასწავლის, დარგში არსებული პრობლემების კვლევის სხვადასხვა მეთოდებს და ამასთანავე, მისცემს მას ცოდნას შესაბამისი სტანდარტების დაცვით, აკადემიურად და კვალიფიციურად, წერითი ფორმით ასახოს ნაშრომში, როგორც საკუთარი შეხედულებები და დასკვნები, ასევე სხვა ავტორთა მოსაზრებების მიმართ თავისი დამოკიდებულებები; ინტერდისციპლინური კვლევითი ნაშრომის - ესსეს სახით, შესრულებისას სტუდენტი შეისწავლის, როგორ დააკავშიროს ერთი დარგი მეორეს, მაგალითად სამართალი და პოლიტიკა, ან სამართალი და სოციოლოგია, ასეთი ნაშრომის შესრულებისას სტუდენტს მოეთხოვება, როგორც სამეცნიერო წერის კულტურისა და აკადემიური პატიოსნების დაცვა, ასევე დარგთაშორისი პრობლემების კვლევის უნარი; გერმანული, ფრანგული, ანგლო-ამერიკული სამართლის კულტურის შესწავლით სტუდენტი სამართლის თავისებურებათა, მართლმსაჯულების სისტემათა და იურიდიული განათლების შესახებ, შესაბამის ენაზე, მიღებული ცოდნით გააცნობიერებს ამა თუ იმ სამართლებრივი სისტემის კულტურას, შეძლებს უცხოურ ენაზე სწავლას, კვლევისა თუ პრაქტიკული საქმიანობის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ განხორციელებას; იურიდიული რიტორიკის პრაქტიკული კურსის გავლის შედეგად სტუდენტი შეძლებს ეფექტურ კომუნიკაციას როგორც პროფესიულ, ისე არაიურიდიულ წრეებთან; მჭერმეტყველების ხელოვნების დაუფლება, სასამართლო დარბაზში გამოსვლისა თუ მოლაპარაკებების წარმოების სპეციფიური მეთოდების ათვისება, წარმოსათქმელი სიტყვის სწორად მომზადება, პროფესიული კამათისას, კვალიფიციური იურისტისათვის აუცილებელი თვისებების წარმოჩენა უდავო წინაპირობაა, როგორც პირადი, ისე წარმოსადგენი იურიდიული თუ ფიზიკური პირის შესახებ დადებითი შეხედულებისა და დარგის კვალიფიციური სპეციალისტის რეპუტაციის შექმნისათვის; პრაქტიკული უნარების განვითარება სამართლის სამაგისტრო პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიზანია; იურიდიული კლინიკები საუკეთესო საშუალებაა პრაქტიკული საქმიანობის დამოუკიდებლად განხორციელების საფუძვლიანი მომზადებისათვის. პროგრამაში ასევე შეთავაზებულია სამოქალაქო განათლების პრაქტიკული კურსი (Street Law), რაც უმთავრესად სამართლის სწავლების უნარ-ჩვევების გამომუშავებას ისახავს მიზნად; სამაგისტრო ნაშრომის შესრულება სტუდენტის მიერ სამართლის სამაგისტრო პროგრამის დასრულებისათვის აუცილებელი და დასკვნითი კომპონენტია; ნაშრომის შესრულებისას სტუდენტი დამოუკიდებლად ქმნის წერით შრომას, სადაც აისახება პროგრამაზე სწავლისას მის მიერ შეძენილი ცოდნა და უნარები; სამაგისტრო ნაშრომში ნათლად წარმოჩნდება თუ რამდენად შეუძლია გაანალიზოს იურისპრუდენციის ღირებულებები და რამდენად არის მზად თავად შეიტანოს წვლილი ახალი ღირებულებების ფორმირებაში; ნაშრომმა უნდა გამოავლინოს დასმულ საკითხებთან დაკავშირებული კვლევის მეთოდების დაუფლების დონე და მომავალი პროფესიული საქმიანობის პირობებში მაგისტრანტის მზადყოფნა დამოუკიდებელი მუშაობისთვის. ნაშრომის შესრულებას ხელმძღვანელობს სამართლის სამაგისტრო პროგრამის განხორციელებაში ჩართული აკადემიური ან/და მოწვეული პერსონალი. ნაშრომზე მუშაობის ფარგლებში გათვალისწინებულია კონსულტაციები, რომელიც სტუდენტს ხელს უწყობს ხელმძღვანელის დახმარებით დაეუფლოს დამოუკიდებლად მუშაობის ჩვევებს, სასწავლო-სამეცნიერო ლიტერატურაზე, ახლებური საკანონმდებლო მოწესრიგების, სასამართლო პრაქტიკისა ან მეცნიერული მიდგომების პირობებში კვლევის განხორციელებისა და ცვლილების ანალიზიდან გამომდინარე დასკვნის ჩამოყალიბება. სამართლის სამაგისტრო პროგრამაში შეთავაზებული სასწავლო კურსების ნაწილი სამართლის რამდენიმე დარგსა და ინსტიტუტს აერთიანებს, თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე იურისტის დასაქმებისათვის აუცილებელია მას ერთდროულად რამდენიმე დარგის ღრმა და სისტემური ცოდნა გააჩნდეს, რათა მისი რესურსი საინტერესო და სასარგებლო იყოს კერძო თუ საჯარო სექტორში დასაქმების შემთხვევაში. სამაგისტრო პროგრამაში შეთავაზებულია ისეთი არჩევითი კურსები, რომლებიც სტუდენტს საშუალებას აძლევს სიღრმისეულად შეისწავლოს სამართლის კონკრეტული ინსტიტუტები, თანამედროვე სასამართლო პრაქტიკის პრობლემები თუ საქართველოში ახლადამოქმედებული საერთაშორისო ნორმები, ასევე სტუდენტს აქვს საშუალება აირჩიოს ისეთი სასწავლო კურსები, რომლებიც ამა თუ იმ დარგში სასამართლო პრაქტიკის ანალიზზეა აგებული.

სწავლის შედეგები

სამაგისტრო პროგრამის ყველა (სასწავლო, პრაქტიკული და კვლევითი) კომპონენტის ერთობლიობა, მათი შინაარსის, სწავლისა და სწავლების მეთოდებისა და კრედიტების მოცულობის გათვალისწინებით, უზრუნველჰყოფს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევას უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოს მეორე (სამაგისტრო) საფეხურის აღმწერის სათანადო დონით.
პროგრამის დასრულების შემდეგ მაგისტრი უნდა ფლობდეს თანამედროვე აქტუალურ კვლევებზე დაფუძნებულ თეორიულ ცოდნას საგანმანათლებლო სფეროს ადმინისტრირების კომპლექსურ საკითხებზე, ჰქონდეს პრობლემის ორიგინალური გზით გადაჭრის პრაქტიკული კომპეტენცია, საჭირო ინფორმაციის მოძიების და საკითხისადმი კრიტიკულად მიდგომის უნარი. ასევე მაგისტრს უნდა შეეძლოს დარგის კვლევითი მეთოდოლოგიის გამოყენება კვლევითი პროექტისათვის.

ა) ცოდნა და გაცნობიერება:

სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტს ჩამოუყალიბდება სფეროს ღრმა და სისტემური ცოდნა, რომელიც აძლევს ახალი, ორიგინალური იდეების შემუშავების საშუალებას, ცალკეული პრობლემის გადაჭრის გზებს გაცნობიერებას;
კერძოდ ექნება თანამედროვე აქტუალურ კლევებზე დაფუძნებული ღრმა და სისტემური ცოდნა შემდეგ საკითხებზე:

  • თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემების და საგანმანათლებლო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ
  • საგანმანათლებლო სფეროს სისტემური კავშირების, საგანმანათლებლო ინსტიტუტებისა და საგანმანათლებლო სისტემის აქტორების ურთიერთქმედების მარეგულირებელი სამართლებრივი მექანიზმების შესახებ
  • საგანმანათლებლო სისტემის ფინანსური ადმინისტრირების შესახებ
  • საგანმანათლებლო დაწესებულებაში მმართველობითი საქმიანობის, ლიდერობისა და პერსონალის მართვის თეორიების შესახებ
  • სტუდენტის არჩევით, ზოგადსაგანმანათლებლო ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული პროცესების ადმინისტრირების შესახებ
  • საგანმანათლებლო დაწესებულების სოციალური როლის მნიშვნელობის გაცნობიერება

ბ) ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი:

პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს უნდა შეეძლოს შეძენილი ცოდნისა და უნარების პრაქტიკაში გამოყენება, ახალ, გაუთვალისწინებელ და მულტიდისციპლინურ გარემოში მოქმედება; კომპლექსური პრობლემების გადაწყვეტის ახალი, ორიგინალური გზების ძიება, მათ შორის, კვლევის დამოუკიდებლად განხორციელება უახლესი მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით;
კერძოდ, კურსდამთავრებული შეუძლია :

  • საგანმანათლებლო სისტემასი არსებული სიტუაციის ანალიზის, პრობლემების იდენტიფიცირების, ოპტიმალური მეთოდოლოგიის მისადაგების და მისი გადაჭრის პრაქტიკული გეგმის შემუშავება
  • განათლების სფეროში არსებული პოლიტიკის ანალიზი და საგანმანათლებლო სისტემის განვითარების რეკომენდაციების შემუშავება
  • საგანმანათლებლო სტრუქტურაში (ზოგად თუ უმაღლეს -საგანმანათლებლო) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შეფასება, საგანმანათლებლო პროცესების მონიტორინგი და შეფასება
  • საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების სტრატეგიის შემუშავება საგანმანათლებლო სისტემისა და საგანმანათლებლო ბაზრების გლობალიზაციის პირობებში
  • მონაცემთა შეგროვებას, ანალიზი და შესწავლილი მეთოდოლოგიური აპარატით კვლევის დამოუკიდებლად განხორციელება

გ) დასკვნის უნარი

პროგრამის კურსდამთავრებულს გამომუშავებული აქვს რთული და არასრული ინფორმაციის (მათ შორის, უახლესი კვლევების) კრიტიკული ანალიზის, დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბების უნარი

კერძოდ სტუდენტს შეუძლია:

  • საგანმანათლებლო სისტემაში არსებულ პრობლემების ანალიზის საფუძველზე მისი გადაჭრის თეზისის განვითარება, ოპტიმალური გადაწყვეტილების შემუშავება, დასაბუთება, არგუმენტირებისა და დაცვა
  • საგანმანათლებლო დაწესებულების ორგანიზაციული განვითარების შეფასება, სუსტი და ძლიერი მხარეების გამოკვეთა, რეკომენდაციების შემუშავება და კრიტიკულ ანალიზი
  • საგანმანათლებლო პროცესში მეთოდოლოგიის ეფექტურობის შეფასება და განვითარების თაობაზე დასკვნის შემუშავება
  • კვლევის მონაცემების, სამეცნიერო წყაროებისა და სხვა მონაცემების კრიტიკული ანალიზი

დ) კომუნიკაციის უნარი:

პროგრამის კურსდამთავრებული გამოიმუშავებს კომპეტენციას, მოახდინოს თავისი დასკვნების, არგუმენტაციისა და კვლევის მეთოდების კომუნიკაცია აკადემიურ თუ პროფესიულ საზოგადოებასთან ქართულ და უცხოურ ენებზე, აკადემიური პატიოსნების სტანდარტებისა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიღწევათა გათვალისწინებით,
კერძოდ კურსდამთავრებულს შეუძლია:

  • კონკრეტული დარგობრივი საკითხის შესახებ ინფორმაციის მოძიება, მის სტრუქტურირება და აკადემიური თუ ფართო საზოგადოებისათვის მისი წარდგენა ზეპირი თუ წერილობითი ფორმით; 
  • კვლევის მასალის დამუშავების შედეგების სტრუქტურირებული და თანამიმდევრული სახით ჩამოყალიბება როგორც წერილობითი, ისე ზეპირი ფორმით;
  • სხვადასხვა წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის (მეორადი მონაცემების) ანალიზი;
  • წერილობითი ანგარიშის მომზადებისა და ზეპირი წარდგენა;
  • კონკრეტულ პრობლემაზე საკუთარი მოსაზრების წერილობით გადმოცემა; 
  • კვლევის შედეგების გადმოცემა, წერილობითი ან ზეპირი, სრული თუ განზოგადებული ფორმით

ენობრივი კომუნიკაციის კომპეტენცია

მაგისტრატურის კურსდამთავრებულს შეუძლია ქართულ და ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია როგორც სპეციალისტებთან, ისე არასპეციალიტებთან პროფესიულ საკითხებზე, საკამათო საკითხების არსებობისას კომუნიკაციის სწორი ფორმებით წარმართვა

ინტერნეტ-რესურსებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების როგორც საკომუნიკაციო და სასწავლო ინსტრუმენტის გამოყენების უნარი;


ე) სწავლის უნარი:

სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ მაგისტრმა უნდა შეძლოს სწავლის დამოუკიდებლად წარმართვა, სწავლის პროცესის თავისებურებების გაცნობიერება და სტრატეგიულად დაგეგმვის მაღალი დონე,

კერძოდ კურსდამთავრებულს შეუძლია:

  • უწყვეტი განათლების (მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლის) საჭიროების გაცნობიერება;
  • საკუთარი სწავლის მისწრაფებების განსაზღვრა გარემოს და შესაძლებლობების გათვალისწინებით და ცოდნის გაღრმავების სტრატეგიის დამოუკიდებლად ჩამოყალიბება
  • საკუთარი ცოდნის თანამიმდევრულად და მრავალმხრივად შეფასება და შემდგომი სწავლის საჭიროების გაცნობიერების მიზნით, მომავალი სწავლის სტრატეგიის შემუშავება და ცოდნის დამოუკიდებლად გაღრმავება
  • საჭირო ინფორმაციის მოძიებისა და სტრუქტურირების უნარის გამომუშავება;


ვ) ღირებულებები:

კურსდამთავრებულს ღირებულებებისადმი თავისი და სხვების დამოკიდებულების შეფასება და ახალი ღირებულებების დამკვიდრებაში წვლილის შეტანა შეძენილი უნარების გამოყენებით, კერძოდ კურსამთავრებული :

  • ფლობს სამეცნიერო პოლემიკის, სხვა ავტორების ნაშრომების ციტირების და შედეგების გამოყენების წესებსა და ეთიკას და შეუძლია ღირებულებათა დამკვიდრების გზების კვლევა და მათ დასამკვიდრებლად ინოვაციური მეთოდების შემუშავება.
  • აცნობიერებს საგანმანათლებლო სფეროსა და საგანმანათლებლო დაწესებულების საზოგადოებრივ ამოცანას და მის პასუხისმგებლობას და შეუძლია აღნიშნული ღირებულებების დამკვიდრებაში წვლილის შეტანა.
  • ფლობს აქვს კრიტიკის კორექტულად გამოთქმისა და მიღების უნარს;
  • აცნობიერებს პიროვნული ზრდისა და პერმანენტული თვითგანვითარებისკენ სწრაფვის აუცილებლობას ;
  • იცავს მეცნიერული ეთიკისა და აკადემიური პატიოსნების სტანდარტებს 
  • აანალიზებს საგანმანათლებლო სფეროს ეფექტური მმართველობის (good leadership) მნიშვნელობას

ზოგადი ინფორმაცია