საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ფინანსების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული:
აცნობიერებს ეკონომიკურ გარემოს, დარგში მიმდინარე პროცესებს და მოვლენებს, შეუძლია ბიზნესგარემოს ანალიზი, ინდუსტრიის, კონკურენტებისა და მომხმარებლების ანალიზი.
იცნობს ბიზნეს ტერმინოლოგიას, მეთოდებს, პრინციპებს, თეორიებს და კონცეფციებს, აგრეთვე ბიზნესის თავისებურებებსა და გამოწვევებს.
აცნობიერებს ფინანსების მიმართულების საერთო სტრუქტურას და ქვედარგებს შორის ურთიერთკავშირს, როგორიცაა კორპორატიული ფინანსები, ფინანსური აღრიცხვა და კონტროლი; გადასასადები და აუდიტი.
ახდენს ბუღალტრული გატარებების წარმოებას; სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და ძირითადი საშუალებების აღრიცხვის მეთოდების იდენტიფიცირებას და განხვავებების აღმოჩენას.
აანალიზებს ბუღალტრული ბალანსის, მოგება-ზარალის უწყისის, ფულადი ნაკადების და კაპიტალის მოძრაობის შესახებ ინფორმაციას.
ბუღალტრულ ჩანაწერებზე დაყრდნობით ახორციელებს ფინანსური ანგარიშგების კომპილაციას და ფინანსური აუდიტის დაგეგმვა-განხორციელებას, კანონის შესაბამისად განსაზღვრული მოთხოვნების ინდენტიფიცირებას საწარმოს კატეგორიის შესაბამისად.
იყენებს ფინანსური ანგარიშებისა და უწყისების ანალიზის და შეფასების მოდელებს, წარმოებისა და მომსახურე კომპანიის შიდა ფინანსური ინფორმაციას ხარჯთაღრიცხვის, დივიდენდების პოლიტიკის და სასესხო რესურსების მართვის, ბიუჯეტირებისა და გადაწყვეტილების მიღებისთვის.
განასხვავებს კომპანიის ფინანსური ღირებულების შეფასების მეთოდებს, კომპანიის ფასიანი ქაღალდების ფასის ზრდის ტენდენციებს. იყენებს ფინანსური ბაზრების ანალიზს, რისკების მართვას, კომპანიის ფინანსური რესურსების სწორად წარმართვას.
იცნობს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფუნქციონირების საფუძვლებს, აღწერს საგადასახადო რეფორმების მიმართულებებს საქართველოს ეკონომიკის განვითარების თანამედროვე ეტაპზე, იყენებს საგადასახადო დეკლარაციების შევსების ელექტრონულ სისტემებს, ახდენს საგადასახადო დეკლარაციების წარდგენას და ვალდებულებების განსაზღვრას.
ფინანსური მდგომარეობის შეფასების კოეფიციენტებზე დაყრდნობით ახდენს შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას და რისკების განსაზღვრას, გეგმავს და ხელმძღვანელობს კომპანიის ფინანსურად სტრატეგიულ მიმართულებებებს, საინვესტიციო და ფინანსური გადაწყვეტილებებებს; კონტროლს უწევს ორგანიზაციის ბიუჯეტირების შესრულებას; ითვალისწინებს რისკის დაზღვევის მოწინავე ხერხებსა და მეთოდებს, იყენებს კაპიტალის სტრუქტუტირების ოპტიმალურ ვარიანტს და შეუძლია მათი პრაქტიკაში რეალიზაცია მითითებების შესაბამისად.