სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

კვლევითი პროექტები და საგრანტო კონკურსები

კვლევითი პროექტები და საგრანტო კონკურსები

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს სამეცნიერო საგრანტო კონკურსი უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის

საუნივერსიტეტო სამეცნიერო გრანტის ოდენობა
საგრანტო განაცხადით დაფინანსების თანხის ოდენობა 1 000 – 10 000 ლარი


საგრანტო კონკურსის ძირითადი პრიორიტეტები:

  • სასწავლო კურსების ლიტერატურის თარგმნა
  • სახელმძღვანელო და სამეცნიერო ლიტერატურის გამოცემა
  • კვლევითი სტატიის საერთაშორისო რეფერირებულ, იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალში გამოცემის ხელშეწყობა
  • გამოყენებითი სამეცნიერო კვლევის განხორციელება
  • კვლევითი ინფრასტრუქტურის ორგანიზება
  • ერთობლივი საგრანტო პროექტების თანადაფინანსება
  • სამეცნიერო მივლინებები


საგრანტო კონკურსის პირობები:

  • საგრანტო განაცხადი და კვლევა უნდა შეესაბამებოდეს უნივერსიტეტის ძირითად საგანმანათლებლო მიმართულებებსა და უმაღლესი განათლების განვითარების პრიორიტეტებს.
  • საგრანტო კონკურსის განაცხადი შესაძლებელია წარმოდგენილი იქნეს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორის ან ლექტორის მიერ. სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალის ჩართვა კვლევაში დასაშვებია საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორებთან ერთად. სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან აფილირებული პერსონალის კვლევაში ჩართვა შესაძლებელია უნივერსიტეტებს შორის ერთობლივ კვლევით საქმიანობაზე შეთანხმების/მემორანდუმის გაფორმების შემთხვევაში
  • საგრანტო პროექტის თავისებურებებიდან გამომდინარე, შესაძლებელია პროექტში სხვა პირების ჩართვა დროებითი სამუშაოს შესასრულებლად. პრიორიტეტი მიენიჭება პროექტს რომლითაც უზრუნველყოფილია სეუს პროფესორების, ლექტორების და სტუდენტების მაქსიმალური ჩართულობა.
  • კვლევითი პროექტი უნდა შესრულდეს და მისი შედეგები უნდა გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის სახელით, ერთობლივი პროექტი - უნივერსიტეტის სახელის გამოყენებით.
  • კვლევის შინაარსი უნდა წარმოადგენდეს სიახლეს ქართულ საგანმანათლებლო სივრცისათვის და არ უნდა იმეორებდეს უკვე შესრულებულ კვლევის/გამოცემების შინაარსს.
  • აუცილებელია კვლევაში რელევანტური, მეცნიერების თანამედროვე მიღწევების ადექვატური წყაროებისა და კვლევის მეთოდების გამოყენება.
  • საჭიროების შემთხვევაში, საგრანტო განაცხადის ავტორს განაცხადის შეტანამდე შეთანხმებული უნდა ქონდეს საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესაბამის მფლობელებთან ამ უფლებების შემცველი წყაროების გამოყენების საკითხი.
  • საგრანტო განაცხადის წარდგენიდან კვლევის დასრულებამდე პროექტის ყველა მონაწილეზე ვრცელდება უნივერსიტეტის ეთიკისა და აკადემიური პატიოსნების სტანდარტები.


საგრანტო განაცხადების მიღების ვადები:

საგრანტო განაცხადები მიიღება წელიწადში 2 ჯერ

  • საგაზაფხული საგრანტო კონკურსის განაცხადები მიიღება თითოეული წლის 15 მარტამდე
  • საშემოდგომო საგრანტო კონკურსის განაცხადები მიიღება თითოეული წლის 15 ოქტომბრამდე


საგრანტო აპლიკაციების წარმოდგენის წესი:

საგრანტო განაცხადები მიიღება ელექტრონულ მისამართზე [email protected]
განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს უნივერსიტეტის საგრანტო განაცხადის ფორმის შესაბამისად
საგრანტო განაცხადი განიხილება გარე საექსპერტთა კომისიის ჩართულობით, განაცხადის წარმოდგენის ვადის გასვლის შემდეგ 60 დღის ვადაში.


საგრანტო განაცხადის ავტორის და გარე საექსპერტო წევრების ვინაობა ანონიმურია საგრანტო შეფასების შედეგების გამოცხადებამდე

Message body empty