სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

სასარგებლო ინფორმაცია

სასარგებლო ინფორმაცია

აკადემიური კონკურსის კვლევითი პოტენციალის შეფასების სქემა

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს აკადემიური პერსონალის კვლევითი საქმიანობის შეფასება - არის განვითარებაზე და ჩართულობის გაზრდაზე ორიენტირებული ინსტრუმენტი, რომლის მიზანია აკადემიური კორპუსის კვლევითი პოტენციალის განვითარება, საჭიროებების იდენტიფიცირება და ჩართულობის გაზრდის მიმართულებების დასახვა.  შეფასება ატარებს სარეკომენდაცო-განმავითარებელ ხასიათს.  ამასთან,  მისი შედეგები შესაძლებელია იქნეს გამოყენებული აკადემიური თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნების, აფილირების სქემის,  ასევე პროგრამის განვითარებაში ჩართულობის პოტენციალის შესაფასებლად. 

შეფასების სქემა მრავალკომპონენტიანია და მოიცავს კვლევითი საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებით პერსონალის შეფასების შესაძლებლობას.

პერსონალის კვლევით აქტივობათა შეფასების ეტაპი შედგება ორი ფაზისგან:

  • აკადემიური პერსონალის კვლევითი საქმიანობის თვითშეფასება
  • თვითშედფასების ანგარიშის რევიუირება უნივერსიტეტის მიერ

შეფასების სქემა

შეფასების სქემა მოიცავს სხვადასხვა კომპონენტს, რომელთა მიხედვით ფასდება თითოეული პერსონალის კვლევითი აქტივობა, კალენდარული წლის განმავლობაში. თითოეულ კომპონენტს ენიჭება საკუთარი ხვედრითი წონა,  პერსონალის კვლევითი აქტივობის საბოლოო შეფასებაში.

შეფასების სქემის კომპონენტებია:

  • რეფერირებად კონფერენციაზე მოხსენება;
  • სამეცნიერო პუბლიკაციები უნივერსიტეტის გამოცემებში;
  • სამეცნიერო პუბლიკაციები სხვა რეფერირებად გამოცემებში საქართველოში;
  • სამეცნიერო პუბლიკაციები რეფერირებად გამოცემებში საზღვარგარეთ;
  • სამეცნიერო პუბლიკაციები იმპაქტ-ფაქტორის მქონე გამოცემებში;
  • საუნივერსიტეტო კვლევითი გრანტები;
  • სხვა კვლევითი გრანტები;
  • გამოქვეყნებული სახელმძღვანელოები და მონოგრაფები;
  • ციტირებათა რაოდენობა;
  • სამეცნიერო ნაშრომთა ხელმძღვანელობა;
  • ჰირშის ინდექსის მაჩვენებელი.
Message body empty