სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ტრენინგ ცენტრი

ტრენინგ ცენტრის შესახებ

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ბაზაზე ფუნქციონირებს ტრენინგ ცენტრი, რომლის მიზანია უნივერსიტეტში სწავლისა და სწავლების კომპონენტის განვითარება და უწყვეტი განათლების ხელშეწყობა, ადამიანების პროფესიული გადამზადება, მათი კვალიფიკაციისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლება კვალიფიციური ტრენერებისა და გამოცდილი სასწავლო პრაქტიკის მეშვეობით.

სხვადასხვა დარგის ექსპერტების მონაწილეობით ტრენინგ ცენტრში რეგულარულად ეწყობა საჯარო ლექციები, სემინარები და პრაქტიკული სწავლებები. SEU-ს ტრეინინგ-ცენტრში დაგეგმილი სასწავლო ღონისძიებები გათვალისწინებულია როგორც სტუდენტების, აგრეთვე უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის, ასევე კორპორატიული კლიენტებისთვის და მათ ატარებენ უმაღლესი კლასის პროფესიონალი 10+ წლიანი პრაქტიკული მენეჯერული გამოცდილების მქონე ტრენერები.

Message body empty