სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

მედიცინის ფაკულტეტი

ფაკულტეტის შესახებ

მედიცინის ფაკულტეტი მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს აძლევს შესაძლებლობას მიიღოს ხარისხიანი განათლება ჯანდაცვის მიმართულებით.

მედიცინის ფაკულტეტი ახორციელებს დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიან ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც აკრედიტებულია განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის მიერ, შესაბამისად, პროგრამა აკმაყოფილებს ENQA და WFME სტანდარტებს.

მედიცინის ფაკულტეტი არის ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციისა (AMEE) და სამედიცინო სკოლების ევროპული გაერთიანების (AMSE) წევრი და გაფორმებული აქვს თანამშრომლობის მემორანდუმი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტთან და სამედიცინო კლინიკასთან.

ფაკულტეტის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა სტუდენტების განათლებაა, ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება სწორედ აკადემიურ პროცესს ეთმობა. თუმცა, ასევე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება სტუდენტთა დამატებით პრაქტიკულ აქტივობებს.

ფაკულტეტზე სასწავლო პროცესს წარმართავენ დარგის აღიარებული სპეციალისტები, ადგილობრივი და უცხოელი პროფესორები.

თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი აუდიტორიები და ლაბორატორიები ემსახურება საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული საბაზისო და კლინიკური თეორიული დისციპლინების სწავლებას. სიმულაციურ ლაბორატორიაში სტუდენტები პრაქტიკულ უნარებს გამოიმუშავებენ სიმულატორებზე და მანეკენებზე. პრაქტიკული მეცადინეობები კლინიკურ დისციპლინებში მიმდინარეობს საქართველოს წამყვან კლინიკებსა და სამედიცინო დაწესებულებებში.

ფაკულტეტის სტუდენტებს საშუალება აქვთ ზამთრისა და ზაფხულის არდადეგების პერიოდში პრაქტიკა გაიარონ უცხოეთის (აშშ, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი) სამედიცინო კლინიკებში.  

უახლოეს მომავალში იგეგმება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საუნივერსიტეტო კლინიკისა და სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობა.

ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი (AHT) SEU-ს ექსკლუზიური პარტნიორი და აფილირებული კლინიკაა.

მხოლოდ SEU-ს სტუდენტებს აქვთ ექს­კლუ­ზიური შესაძ­ლებ­ლობა კლინიკური სას­წავლო კურსები გაია­რონ ამერიკულ ჰოსპი­ტალში, დაესწრონ დარ­გის წამყვანი ქართ­ველი და უცხოელი ექი­მების მას­ტერკლასებს და კლი­ნიკურ გარემოში გა­მოიმუშაონ პრაქ­ტიკული უნარები.

ჰოსპიტალი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის DFC , ყოფილი OPIC - ის მხარდაჭერით დაარსდა.

Message body empty