სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ინფორმაციული ტექნოლოგიები

პროგრამის აღწერა

ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამა შედგენილია საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვის, შემუშავებისა და განვითარების წესის შესაბამისად. პროგრამა შედგენილია ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამის განმახორციელებელი აკადემიური და მოწვეული პერსონალის მიერ, მოწონებულია ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ, განხილულია აკადემიურ საბჭოზე და დამტკიცებულია რექტორის ბრძანებით.

პროგრამა შედგენილია დარგში არსებული თანამედროვე გამოწვევებისა და ადგილობრივი შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით, მიმართულია უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის სწავლების შედეგების გამომუშავებაზე, რაც მოცემულ სფეროში ზოგადი ცოდნის და სფეროს სხვადასხვა ქვედარგის შესახებ სტუდენტის ინფორმირებულობას ისახავს მიზნად. უფრო დეტალურად კი, პროგრამა ფოკუსირებულია ისეთ დარგობრივ კომპეტენციებზე, როგორიცაა, თანამედროვე ინფორმაციული სისტემების და ბიზნესის საწყისი ელემენტების ცოდნა და მათი პრაქტიკაში გამოყენება, ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის ცოდნა და დიზაინი, რაც ესოდენ ესაჭიროებათ ორგანიზაციებს ინფორმაციის სწორად მართვისათვის.

ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამის შინაარსი, მოცულობა და კომპლექსურობა შეესაბამება უმაღლესი განათლების პირველ საფეხურს. პროგრამის შინაარსი ითვალისწინებს პროგრამაზე დაშვების წინაპირობებსა და სწავლის შედეგებს. პროგრამის სტრუქტურა თანმიმდევრული და ლოგიკურია. შინაარსი და სტრუქტურა უზრუნველყოფს პროგრამის სწავლის შედეგების მიღწევას. მისანიჭებელი კვალიფიკაცია ინფორმაციულ სისტემების ბაკალავრი შესაბამისობაშია პროგრამის
შინაარსთან და სწავლის შედეგებთან.

პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კომპონენტების სწავლების ენა - ქართულია, ზოგიერთი არჩევითი სასწავლო კურსი შეთავაზებულია უცხოურ ენაზეც, კერძოდ, ეს კურსებია, ელექტრონული მთავრობა და Agile დეველოპმენტი. ძირითადი სასწავლო მასალები წარმოდგენილია ქართულ ენაზე, რიგი დამატებითი მასალები მოყვანილია უცხოენოვანი წყაროების ფორმითაც (ინგლისურ ენაზე).

ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამა აგებულია შემდეგი პრინციპით: ძირითადი სწავლის სფეროს შესაბამისი სავალდებულო, სპეციალობის არჩევითი, არჩევითი სასწავლო კურსები და თავისუფალი კომპონენტები. ძირითადი სწავლის სფეროს ფარგლებში სტუდენტი შეისწავლის ბაზისურ კურსებს, ისევე როგორც სფეროს ძირითად სასწავლო კურსებს, სპეციალობის არჩევითში - სფეროში სპეციფიკური საკითხების შესახებ ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განმავითარებელ სასწავლო კურსებს, არჩევით საგნები იძლევა საბაზისო ცოდნას მენეჯმენტისა და მარკეტინგის მიმართულებით, ხოლო თავისუფალი კომპონენტები სტუდენტს საშუალებას აძლევს მისი ინტერესებიდან გამომდინარე აირჩიოს საგნები.

პროგრამის სტრუქტურა აგებულია მარტივიდან რთულისკენ, იწყება ინფორმაციული სისტემების საფუძვლების და დაპროგრამების ენების საფუძვლიანად შესწავლის გზით, ასევე მენეჯმენტისა და მარკეტინგის საბაზისო ცოდნის საფუძველზე, ვითარდება ინფორმაციის მართვისათვის საჭირო საგნებით. სტუდენტისათვის სავალდებულოა სასწავლო პრაქტიკის გავლა, რაც ხელს უწყობს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარ–ჩვევების გამომუშავებას. ასევე სავალდებულოა საბაკალავრო პროექტის შესრულება, რომელიც გულისხმობს ინფორმაციული სისტემების სფეროდან გარკვეული ინფორმაციული სისტემის დაპროექტებას. საბაკალავრო პროექტს დათმობილი აქვს 10 ECTS.

თავისუფალი კომპონენტი მოიცავს ზოგადი, ტრანსფერული უნარების განვითარების ხელშეწყობაზე ორიენტირებული, უნივერსიტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში არსებულ სასწავლო კურსებს, რომელთა თავისუფლად არჩევაც შეუძლია სტუდენტს, მისთვის საინტერესო სფეროებში თვალსაწიერის გაფართოების მიზნით, სასწავლო კურსის შესწავლისათვის გათვალისწინებული შესაბამისი წინაპირობების დაცვით.

ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამის შემუშავებაში ჩართულია აკადემიური და მოწვეული პერსონალი, სტუდენტი, კურსდამთავრებული და დამსაქმებელი. პროგრამა განთავსებულია უნივერსიტეტის ვებგვერდზე, „აკრედიტაციაზე წარდგენილი პროგრამები“ საჯაროა და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის.

 

ინფორმაციული ტექნოლოგიებისასწავლო გეგმა

ზოგადი ინფორმაცია

ინფორმაციული ტექნოლოგიები

Message body empty