სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

გაცვლითი პროგრამები

ადმინისტრაციული პერსონალისთვის

ადმინისტრაციული პერსონალის საერთაშორისო მობილობა:

SEU-ს ადმინისტრაციულ პერსონალს, რომელიც ფლობს ინგლისურ ენის B2 დონეს აქვს  შესაძლებლობა ისარგებლოს მობილობით პარტნიორ უნივერსიტეტებში ერთი კვირიდან 2 თვემდე ვადით. მობილობის პერიოდი და ვადა განისაზღვრება პარტნიორი უნივერსიტეტის  მიერ.

მოთხოვნილი დოკუმენტების ჩამონათვალი:

  • სააპლიკაციო ფორმა
  • პასპორტის ასლი
  • რეზიუმე
  • სარეკომენდაციო წერილი უშუალო ხელმძღვანელისგან
  • დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს B2 დონეზე ინგლისური ენის კომპეტენციას  (სერტიფიკატი, საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის გამოცდილების ცნობა).

შეფასების კრიტერიუმები:

ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევა მობილობის პროგრამაში ჩასართავად მოხდება გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე, მობილობის თემატიკიდან გამომდინარე, შესარჩევი კომისიის მხრიდან.


დაფინანსება
:

  • Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ადმინისტრაციული  პერსონალის საერთაშორისო მობილობისთვის ფარავს  მგზავრობის ხარჯს  და გასცემს სტიპენდიებს.
  • ადმინისტრაციულ პერსონალზე ყოველდღიური სტიპენდიის ოდენობა განისაზღვრება  Erasmus+ პროგრამის წესდების  და მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის  შესაბამისად 100 იდან 160 ევროს რაოდენობით.
  • მგზავრობის ხარჯის ანაზღაურება ხდება მშობლიურ და მასპინძელ ქალაქებს შორის არსებული მანძილის შესაბამისად.

ქალაქებს შორის მანძილი და ასანაზღაურებელი თანხა:       

  • 10 კმ-იდან 99 კმ-ის ჩათვლით - 20 ევრო თითოეულ მონაწილეზე
  • 100კმ-იდან  499 კმ-ის  ჩათვლით - 180 ევრო თითოეულ მონაწილეზე
  • 500კმ-იდან  1999 კმ-ის ჩათვლით - 275 ევრო თითოეულ მონაწილეზე
  • 2000 კმ-იდან  2999 კმ-ის ჩათვლით - 360 ევრო თითოეულ მონაწილეზე
  • 3000 კმ-იდან  3999 კმ-ის ჩათვლით - 530 ევრო თითოეულ მონაწილეზე
  • 4000 კმ-იდან  7999 კმ-ის ჩათვლით - 820 ევრო თითოეულ მონაწილეზე
  • 8000 კმ და მეტი - 1300 ევრო თითოეულ მონაწილეზე
Message body empty