სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

სტუდენტური კლუბები

თანასწორობის კლუბი

თანასწორობის კლუბის მიზნებია:

  • სტუდენტებში თანასწორობის პრინციპების დამკვიდრება; 
  • საუნივერსიტეტო სივრცეში სტუდენტებს  შორის უთანასწორობის აღმოფხვრა;
  • კულტურულ-შემოქმედებითი, სპორტული და საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზება, ახალგაზრდების პრაქტიკული უნარ-ჩვევებით უზრუნველყოფა და მათი ინიციატივების მხარდაჭერა; 
  • სქესისა და შეხედულების მიუხედავად, შესაძლებლობების თანაბარი გადანაწილების უზრუნველყოფა; 
  • უმცირესობათა ხელშეწყობა ინტეგრაციის პროცესში; 
  • სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება. 

კლუბის საქმიანობის მიმართულებები:

  • სამიზნე ჯგუფების ტრენინგი; 
  • ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით კონფერენციების, საჯარო ლექციების, დისკუსიების, ფორუმების, კინო-ჩვენებების, სპორტულ-რეკრეაციული აქტივობების, გასვლითი სკოლების, კონკურსებისა და სხვა სახის ღონისძიებების ორგანიზება; 
  • სხვადასხვა პროექტების/პროგრამების წარმოება; 
  • სტუდენტური ინიციატივების ლობირება; 
  • ადამიანის უფლებათა პოპულარიზება; 
  • სტუდენტური ცხოვრების ხელშემწყობი აქტივობების განხორციელება;

თანასწორობის კლუბის თავმჯდომარე:

  • მარიამ ფერაძე 
  • ტელ: 571 12 17 80 
  • ელ ფოსტა: [email protected]
Message body empty