დამატებითი პროგრამის მიზანია შეასწავლოს სტუდენტს მეცნიერული ფსიქოლოგიის ძირითადი სფეროები, გააცნოს მას ფსიქოლოგიის მეცნიერების ამოსავალი დებულებები და პრინციპები, სოციალური, ზოგადი, განვითარების ფსიქოლოგიის ამოცანები და პროგრამით გათვალისწინებული კომპეტენციათა დონის შესაბამისად, განუვითაროს მას ადამიანებს შორის ურთიერთობების კანონზომიერებში გარკვევისა და მათი ანალიზის უნარი, გააცნოს აღქმისა და აზროვნების ფსიქოლოგიური ასპექტები და აღნიშნულის შედეგად, დააინტერესოს სტუდენტი ფსიქოლოგიის მეცნიერების შემდგომი შესწავლით ან/და უზრუნველყოს იგი თავის პროფესიულ საქმიანობაში ადამიანთა შორის ურთიერთობათა ფსიქოლოგიური ასპექტების გათვალისწინებისა და გამოყენების შესაძლებლობით.
”ფსიქოლოგიის“ დამატებითი minor პროგრამის სწავლების უზრუნველყოფა ხდება ფსიქოლოგიის საბაზო უნარების ათვისების პრინციპით. საგანმანათლებლო პროგრამა არის დამატებითი სპეციალობის შეძენის მსურველთათვის.