EN GE

სწავლის შედეგი

პროგრამის დასრულების შემდეგ ბაკალავრი უნდა ფლობდეს ცოდნას საერთაშორისო ურთიერთობების თეორიებისა და კვლევის მეთოდებში. უნდა ჰქონდეს პრობლემის კომპლექსურად შესწავლის და გადაჭრის საჭირო ინფორმაციის მოძიების და საკითხისადმი კრიტიკულად მიდგომის უნარი. ასევე ბაკალავრს უნდა შეეძლოს სამეცნიერო ხელმძღვანელის ზედამხედველობის ქვეშ, შეიმუშაოს და განახორციელო საკუთარი კვლევითი პროექტი.

ა) ცოდნა და გაცნობიერება:


საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტს ექნება საერთაშორისო ურთიერთობების თეორიული ცოდნა. კერძოდ, კურსდამთავრებულს ეცოდინება:

  • საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი ცნებები და თეორიები.
  • თეორიული, კონცეპტუალური და ისტორიული ცოდნა საერთაშორისო პოლიტიკისა და მის მომიჯნავე დისციპლინებში.
  • სტუდენტს ჩამოუყალიბდება კომპლექსური წარმოდგენა თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებზე.
  • საერთაშორისო ურთიერთობების პოლიტიკური, საზოგადოებრივი, ფილოსოფიური, ისტორიული, სამართლებრივი და ეკონომიკური ასპექტების ცოდნა.
  • დისციპლინის განვითარების ისტორიის ცოდნა.
  • გეოპოლიტიკური თეორიებისა და ქვეყნების საგარეო–პოლიტიკური ორიენტაციის ცოდნა.
  • დიპლომატიური და საკონსულო სამართლის მნიშვნელოვანი ინსტიტუტების ცოდნა.
  • გლობალიზაციისა და უსაფრთხოების პრობლემების საკითხების ცოდნა.
  • საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპებისა და მისი მნიშვნელოვანი ინსტიტუტების ცოდნა.
  • საერთაშორისო სისტემაში საქართველოს როგორც პატარა სახელმწიფოს მნიშვნელობის და ადგილის სრულყოფილი გააზრების ცოდნა.
  • ანალიტიკური ნაშრომების შესრულების პრინციპების და სტანდარტების ცოდნა.

ბ) ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი:


პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს უნდა შეეძლოს შეძენილი თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. საჭირო რესურსებით ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ლოგიკური დასკვნების გაკეთება. ასევე ბაკალავრს უნდა შეეძლოს კვლევითი საქმიანობის წარმართვა ხელმძღვანელის ზედამხედველობის ქვეშ. ამასთან ერთად მას უნდა გააჩნდეს:

• სტუდენტს უნდა გააჩნდეს საერთაშორისო ურთიერთობების თეორიულ და პრაქტიკულ პრობლემებში ორიენტაციის უნარი.
• მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების და სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის შეფასებაზე დაყრდნობით გადაწყვეტილების მიღების უნარი.
• საგარეო პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირების, მათი გადაწყვეტისათვის საშუალებების მოძიების, განმარტებისა და გამოყენების უნარი.
• საერთაშორისო პროცესებში წარმოქმნილი სიტუაციისა და ვითარების შეფასების და საკუთარი არგუმენტირებული თვალსაზრისის გამომუშავების უნარი.
• კონფლიქტური სიტუაციების მართვის და მის მოგვარებაში მონაწილეობის უნარი.
• საჯარო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებში პროცედურების დაცვითა და სამართლებრივი საშუალებების გამოყენებით მოქმედების უნარი.
• დებატებში ჩართვის, განსხვავებული აზრის გაგებისა და პოლიტიკური მოვლენების ანალიზისას საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი.
• კონკურენტულ გარემოში საკუთარი შესაძლებლობების განვითარების და რეალიზების უნარი.

გ) დასკვნის უნარი:

 საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს უნდა შეეძლოს:

  • საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში არსებული ძირითადი პრობლემის იდენტიფიკაცია, გამოცალკევება და ერთმანეთთან შედარება.
  • საერთაშორისო პოლიტიკის მიმდინარე მოვლენების და ტენდენციების ფართო ისტორიულ კონტექსტში განხილვის უნარი.
  • პოლიტიკური ხასიათის მოვლენების განზოგადების, კონკრეტული ფაქტების ანალიზისა და მათი შეფასების უნარი.
  • სხვა მონათესავე დარგების შეფასების უნარი მიღებულ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნაზე დაყრდნობით
  • სხვადასხვა წყაროებიდან ახალი ინფორმაციის მოძიებისა და კრიტიკული ანალიზის საფუძველზე დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღების უნარ-ჩვევა.
  • განსახორციელებელი ღონისძიების შემუშავება და სამოქმედო გეგმის პროცედურის აღწერა.
  • ადგილობრივი და საერთაშორისო მონაცემთა ბაზების მოძიების უნარი.
  • ჩატარებული კვლევის შედეგად მიღებული მონაცემების სწორი დიაგნოსტირება.
  • შეთავაზებული გადაწყვეტილების დაცვა.

დ) კომუნიკაციის უნარი:

საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს უნდა შეეძლოს:

  • ჯგუფში მუშაობა და ჯგუფური გადაწყვეტილებების შემუშავებაში მონაწილეობა.
  • დისკუსიებში და საჯარო განხილვებში ეფექტურად მონაწილეობის უნარი.
  • უცხოურ და მშობლიურ ენაზე ოფიციალური და საქმიანი დოკუმენტაციის წარმოების უნარი.
  • საკითხის ჩამოყალიბება და მისი წარდგენა როგორც წერილობით, ასევე ვერბალურად.
  • ანგარიშების, მემორანდუმების და მოხსენებების წერითი და ზეპირი პრეზენტაციის უნარი.
  • პროფესიულ მოლაპარაკებებში მონაწილეობის უნარი.
  • დიპლომატიური ეტიკეტის ფარგლებში მოლაპარაკების წარმართვის უნარი
  • თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების თავისუფლად გამოყენება.
  • ინფორმაციულ ბანკებზე დაყრდნობით ინფორმაციის მოძიებისა და გადამუშავების უნარი.
  • საერთაშორისო პოლიტიკური და გლობალური პროცესების შესახებ არგუმენტირებული თვალსაზრისის წარმოჩენის უნარი.

ე) სწავლის უნარი:

საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს უნდა შეეძლოს:

  • სამეცნიერო დარგობრივ ლიტერატურასთან დამოუკიდებლად მუშაობა.
  • პროფესიულ და სხვა წყაროებთან მუშაობის, ლიტერატურის და დოკუმენტების შესწავლის და დამუშავების უნარი.
  • საინფორმაციო და საგანმანათლებლო ტექნოლოგიების საფუძველზე თვით სწავლის განვითარების უნარი.
  • საერთაშორისო ურთიერთობებში საბაზისო თეორიული და მეთოდოლოგიური ცოდნის მუდმივი განახლების უნარი.
  • საკუთარი ცოდნის შეფასების, შემდგომი სწავლის საჭიროების განსაზღვრისა და დამოუკიდებლად ცოდნის გაღრმავების უნარი.

ვ) ღირებულებები:

საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს უნდა ჰქონდეს შემდეგი ღირებულებები:

  • ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების (რელიგიური, ეთიკური, კულტურული, ტრადიციული, თანასწორუფლებიანობა და სხვა) ფორმირება პროცესში მონაწილეობის მიღება და მათ დასამკვიდრებლად სწრაფვა.
  • სოციალური, სახელმწიფო და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაცნობიერება.
  • კულტურული, პიროვნული, რასობრივი, ენობრივი, ეთნიკური, რელიგიური თავისებურებები და მათი პატივისცემა.
  • საერთაშორისო ურთიერთობებსა და დიპლომატიაში დამკვიდრებული ეთიკური და მორალურ ნორმების აღიარებისა და დაცვის უნარი.
  • ადამიანის ძირითადი უფლებების პატივისცემა.
  • ფასეულობათა შორის გონივრული, მიზანშეწონილი თანაფარდობის დადგენის უნარი.