English
EN GE

გაცვლითი პროგრამა ტურიბას უნივერსიტეტში, ლატვია

საქართველოს ეროვნული უნივერსიტე სეუ აცხადებს გაცვლით სემესტრს (გაზაფხულის სემესტრი) ტურიბას უნივერსიტეტში შემდეგი პროგრამის სტუდენტებისთვის:

I საფეხური (ბაკალავრიატი) - ბიზნესის ადმინისტრირება, ტურიზმი, ჟურნალისტიკა, ფსიქოლოგია.

II საფეხური (მაგისტრატურა) - ბიზნესის ადმინისტრირება, ტურიზმი, სამართალი.

გაცვლითი სემესტრის პერიოდი: 07.01.2019 - 30.04.2019 (30.05.2019 მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)


მოთხოვნები გაცვლითი პროგრამის მონაწილეთათვის:

  • მაღალი აკადემიური მოსწრება (მინიმუმ 75 ქულა(2,2+))
  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა (შეიძლება დადასტურდეს საერთაშორისო სერტიფიკატით - TOEFL, IELTS და სხვა ან საუნივერსიტეტო ტესტირებით)


გაცვლითი პროგრამის მონაწილე სტუდენტების შერჩევა მოხდება სამოტივაციო წერილის და გასაუბრების საფუძველზე.
პრიორიტეტი მიენიჭებათ მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს, რომლებმაც სემესტრის სასწავლო კურსები ან მათი ნაწილი გაიარეს ინგლისურად/ ინგლისურენოვანი ლიტერატურით.
გაცვლითი პროგრამის მონაწილის სარეგისტრაციო ფორმა: https://goo.gl/oc75ra  

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 20 ნოემბერი.

-

გაცვლითი პროგრამა პორტუგალიაში

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ აცხადებს ბიზნესის მართვის ფაკულტეტის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის, გაცვლით სემესტრს (გაზაფხულის სემესტრი) ბრაგანცას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (პორტუგალია)

მოთხოვნები გაცვლითი პროგრამის მონაწილეთათვის:

  • მაღალი აკადემიური მოსწრება (მინიმუმ 75 ქულა(2,2+))
  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა (შეიძლება დადასტურდეს საერთაშორისო სერტიფიკატით - TOEFL, IELTS და სხვა ან საუნივერსიტეტო ტესტირებით) 

გაცვლითი პროგრამის მონაწილე სტუდენტების შერჩევა მოხდება სამოტივაციო წერილის და გასაუბრების საფუძველზე.

პრიორიტეტი მიენიჭებათ  მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს, რომლებმაც სემესტრის სასწავლო კურსები ან მათი ნაწილი გაიარეს ინგლისურად/ ინგლისურენოვანი ლიტერატურით.

გაცვლითი პროგრამის მონაწილის სააპლიკაციო ფორმა: https://goo.gl/oc75ra   

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 20 ოქტომბერი

 

 

საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტი სეუ აცხადებს კონკურსს გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მსურველებისთვის 2018/19 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრისთვის.

მოთხოვნები გაცვლითი პროგრამის მონაწილეების მიმართ:-

  • მაღალი აკადემიური მოსწრება (მინიმუმ 75 ქულა (GPA 2.2+))
  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა (შეიძლება დადასტურდეს საერთაშორისო სერტიფიკატით - TOEFL, IELTS და სხვა ან საუნივერსიტეტო ტესტირებით)-

გაცვლითი პროგრამის მონაწილე სტუდენტების შერჩევა მოხდება სამოტივაციო წერილის საფუძელზე.

პრიორიტეტი მიენიჭება სტუდენტებს რომლებიც მიმდინარე სემესტრის სასწავლო კურსები ან მათი ანწილი გაიარეს ინგლისურად/ინგლისურენოვანი ლიტერატურით.