EN GE

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ დაფუძნდა 2001 წელს, როგორც ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

2007 წლიდან უნივერსიტეტმა ქართულ სტუდენტებს შესთავაზა თანამედროვე საგანმანათლებლო პირობების შესაბამისი შენობა ახალ მისამართზე და მას მერე უნივერსიტეტი მდებარეობს თბილისის ისტორიულ ნაწილში, ისანი-სამგორის რაიონში, წინანდლის ქ. N9 მისამართზე

2009 წელს უნივერსიტეტი აკრედიტებულ იქნა სსიპ - განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მიერ.

2014 წელს უნივერსიტეტი ავტორიზებული იქნა ახალი საავტორიზაციო სტანდარტის შესაბამისად, 2020 წლამდე

ამჟამად უნივერსიტეტში ფუნქციონირებს 23 აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამა, მათგან - 9 საბაკალავრო, 7 - დამატებითი/Minor სპეციალობის, 1 ერთსაფეხურიანი, და 5 სამაგისტრო პროგრამა.

უნივერსიტეტის 4 ფაკულტეტზე: - ბიზნესის მართვის, სოციალური მეცნიერებების, იურიდიულ და სამედიცინო ფაკულტეტზე მოღვაწეობს 133 პროფესორი და 97 მოწვეული ლექტორი.

2014, 2015 და 2016 წლებში საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და მობილობის შედეგების შესაბამისად, არის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი უნივერსიტეტი საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში