4 დეკემბერს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU უმასპინძლებს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას: ბიზნესის სამართლის აქტუალური საკითხები. კონფერენციის მიზანია აკადემიური სფეროს, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული პირების მიერ, ბიზნესის სამართლის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული კვლევების შედეგების გაზიარება. კონფერენციის ფარგლებში შეიქმნება ინტერდისციპლინური პლატფორმა, რომელიც საკითხით დაინტერესებულ მხარეებს გამოცდილების გაზიარებასა და მომავალი ერთობლივი კვლევების დაგეგმვაში დაეხმარება.
ღონისძიება ტარდება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს მიერ მხარდაჭერილი ,,ბისზნეს სამართლის კვლევის“ პროექტის ფარგლებში. კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ ქართული და უცხოური უნივერსიტეტების აკადემიურ პერსონალს, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურების სტუდენტებს, კერძო და საჯარო სექტორში მომუშავე დარგის სპეციალისტებს.
კონფერენციაზე წარსადგენად მიიღება როგორც დასრულებული ასევე, მიმდინარე კვლევითი ნაშრომები, რომლებიც მანამდე არცერთ სამეცნიერო ფორუმზე/ჟურნალში არაა გამოქვეყნებული.
კონფერენციაზე წარსადგენად მიღებული ნაშრომები გამოქვეყნდება კონფერენციის ნაშრომების ელექტრონულ კრებულში და ხელმისაწვდომი იქნება საჯაროდ.
კონფერენციაზე მიიღება თემატიკა ბიზნესის სამართლის აქტუალური საკითხების შესახებ ისეთი სფეროებიდან, როგორებიცაა:
აბსტრაქტების გამოგზავნის ვადა - 15 ნოემბერი
* ნაშრომის ატვირთვის ვადა - 27 ნოემბერი
შეტყობინება კონფერენციაზე დაშვების შესახებ - 30 ნოემბერი
საკონტაქტო ინფორმაცია: