სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

იედიტეპეს უნივერსიტეტის კონკურსი  SEU-ს სტუდენტებისთვის სტიპენდიის მოსაპოვებლად

27 მაისი

იედიტეპეს უნივერსიტეტი  SEU-ს სტუდენტებისთვის აცხადებს კონკურსს სტიპენდიის მოსაპოვებლად. სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, 1 სემესტრი (შემოდგომის სემესტრი) ისწავლონ თურქეთში, იედიტეპეს სტამბოლის კამპუსში. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია SEU-ს  საბაკალავრო საფეხურის პროგრამის სტუდენტს. (გარდა სამარათლის და მედიცინის პროგრამებისა).

  • სალექციო პერიოდი: 1 ოქტომბერი - 31 დეკემბერი 2022. 
  • სწავლების ენა: ინგლისური ენა.
  • განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 27 მაისი

სტიპენდია სტუდენტს ათავისუფლებს სწავლის გადასახადისგან იედიტეპეს უნივერიტეტში.

საჭირო საბუთების ჩამონათვალი:

  • სამოტივაციო წერილი;
  • სარეკომენდაციო წერილი (უნივერსიტეტიდან);
  • ნიშნების ფურცელი;
  • ინგლისური ენის ცოდნის სერთიფიკატი (არ ქონის შემთხვევაში ჩატარდება ტესტირება);

შერჩევა მოხდება SEU-ში დადგენილი კონკურსით რომლის პროცედურებს შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე:  https://www.seu.edu.ge/ka/1518/

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ SEU-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს: [email protected]

იედიტეპეს უნივერსიტეტში სწავლის გარდა, აღნიშნული სტიპენდიის მფლობელებს გაქვთ შესაძლებლობა, განივითაროთ პიროვნული უნარები, მიიღოთ ახალი გამოცდილება და გაიცნოთ  საერთაშორისო სტუდენტები.

იედიტეპეს უნივერსიტეტი დაარსდა 1996 წელს და მისი მთავარი კამპუსი მდებარეობს ქალაქ სტამბოლში, თურქეთში. იედიტეპეს უნივერსიტეტი მოიცავს 13 ფაკულტეტს და მათი უმრავლესობა სტუდენტებს სთავაზობს კურსების ინგლისურ ენაზე სწავლებას.

2017-2018 წლებში იედიტეპეს უნივერსიტეტი დასახელდა თურქეთის ნომერ პირველ უნივერსიტეტად.  2021 წელს SEU-სა და იედიტეპეს უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

Message body empty