სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ტრენინგ ცენტრი

სამეცნიერო-კვლევითი პროდუქტიულობის გაზრდის შესაძლებლობები უნივერსიტეტებისთვის და გამომცემლობებისთვის

განრიგი

დაწყების თარიღი:

21 დეკემბერი, 2021

ტრეინინგის პერიოდულობა:

16:00

დამთავრების თარიღი:

21 დეკემბერი, 2021

მიმოხილვა

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ტრენინგ ცენტრი გთავაზობთ ტრენინგს სახელწოდებით - სამეცნიერო-კვლევითი პროდუქტიულობის გაზრდის შესაძლებლობები უნივერსიტეტებისთვის და გამომცემლობებისთვის.

ტრენინგი განკუთვნილია გამომცემლობებისთვის და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც მუშაობენ ჟურნალის სამეცნიერო ბაზებში ინდექსირებისა და საერთაშორისო ცნობადობის გაზრდის საკითხებზე.

სტატიის გამოქვეყნება საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში ინდექსირებულ ჟურნალებში მნიშვნელოვნად ზრდის სტატიაზე ხელმისაწვდომობას და ავტორის ცნობადობას საერთაშორისო სამეცნიერო წრეებში. შესაბამისად, ინდექსირება საერთაშორისო ბაზებში უფრო მიმზიდველს ხდის ჟურნალს მკვლევრისთვის, რაც საბოლოო ჯამში დადებითად აისახება ჟურნალისა და ასევე, გამომცემელი უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით პროდუქტიულობაზე.

  • დრო: 21 დეკემბერი 16:00 საათი.
  • ტრენინგი ჩატარდება Zoom პლატფორმის გამოყენებით.

თემატიკა

ტრენინგი მიზნად ისახავს, გააცნოს მონაწილეებს საერთაშორისო სამეცნიერო ბაზები, საძიებო სისტემები და აღნიშნულ ბაზებში ჟურნალის ინდექსირების პროცედურები. ამასთან, განხილული იქნება გამომცემლობის ან საგანმანათლებლო დაწესებულების Crossref - ის ორგანიზაციაში გაწევრიანების, გამოცემისა და ცალკეული სტატიებისთვის ციფრული ობიექტის იდენტიფიკატორი (DOI) - ის მინიჭების პროცედურები.

ტრენინგის ღირებულება

0 ლარი

რეგისტრაცია
Message body empty