სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ტრენინგ ცენტრი

ორგანიზაციული რისკების მენეჯმენტის კურსი/Enterprise Risk Management (ERM)

განრიგი

დაწყების თარიღი:

15 იანვარი, 2022

ტრეინინგის პერიოდულობა:

19:30

დამთავრების თარიღი:

30 მარტი, 2022

მიმოხილვა

განრიგი:

  • დაწყების თარიღი: 15 იანვარი
  • ტრენიგნის პერიოდულობა: 19:30 სთ. ხანგძლივობა-1 საათი (45 წუთი ლექცია 15 წუთი კითხვები)
  • დამთავრების თარიღი: 30 მარტი

მიმოხილვა:

სასერტიფიკატო კურსის მიზანია მსმენელები გაეცნონ  ორგანიზაციული რისკების საფუძვლებს და მისი მენეჯმენტის თანამედროვე პრაქტიკას, ბიზნეს პროცესების რისკების მართვას, რისკების კულტურისა და პოლიტიკების შემუშავებისათვის და დამკვიდრებისათვის საჭირო ქმედებებს.

კურსი ჩატარდება აუდიტორიაში და მთლიანობაში განიხილავს რისკების თითოეულ ტიპს საკმარისი დეტალიზაციით იმისათვის, რომ კურსდამთავრებულმა შესძლოს ნებისმიერ კომერციულ ორგანიზაციაში, რისკების მართვის პრინციპების და რისკების კულტურის დანერგვა.

კურსი განკუთვნილია რისკების მართვის სფეროთი დაინტერესებული პირებისათვის, რისკების მართვის მიმართულებით მომუშავე პროფესიონალებისათვის ,მოქმედი რისკ-მენეჯერებისათვის, ასევე, მენეჯერებისათვის, რომელთაც სურთ მეტი გაიგონ რისკების მართვის შესახებ.

კურსი ჩატარდება 15 იანვრიდან 30 მარტის ჩათვლით.

  • კურის მოიცავს 35 შეხვედრას (24 ლექცია, 11 სემინარი)
  • კურსი შედგება, როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ ნაწილისაგან. კურსის განმავლობაში თეორიულ ნაწილთან ერთად განხილული იქნება პრაქტიკული მაგალითები, რომლებშიც მსმენელები აქტიურად იქნებიან ჩართულები.
  • კურსის განმავლობაში თქვენთან იმუშავებს რისკების სფეროში მუშაობის სოლიდური გამოცდილების პროფესიონალი.

 
ტრენერი - ჯემი სანებლიძე

2004 წლიდან მუშაობდა საბანკო სფეროში, როგორც ფრონტ ოფისში ასევე ბექ ოფისში. 2007 წლიდან 2016 წლამდე მუშაობდა თიბისი ბანკში საკრედიტო რისკების მიმართულებით, 2016 წლიდან 2019 წლამდე თიბისი კაპიტალში ოპერაციების უფროსად.

თიბისი ბანკის ბიზნეს პროცესების აღწერისა და რისკების იდენტიფიკაციის პროექტის წარმატებით დასრულების სიგელი, ბიზნეს ადმინისტრაციის ბაკალავრი European School Of Management (ESM).

კურსის  ღირებულება 850 ლარი.

თემატიკა

  • ზოგადად რისკების ცნება;
  • რისკის კომპონენტები;
  • რისკის მენეჯმენტის ეტაპები;
  • რისკის ტიპები;
  • რისკების პოლიტიკა და კულტურა;
  • რისკების პოლიტიკისა და კულტურის მნიშვნელობა;
  • რისკების პოლიტიკის შემადგენლობა;
  • რისკების პოლიტიკის ატრიბუტები;
  • რისკის მადა;
  • რისკის მადის ჩარჩო;
  • დაცვის სამი ხაზი;
  • სტრატეგიული რისკი;
  • სტრატეგიული რისკის გამომწვევი ფაქტორები;
  • სტრატეგიული რისკი კომპანიის სხვადასხვა დონეზე;
  • სტრატეგიული რისკის საზომი;
  • სტრატეგიული რისკის კალკულაცია;
  • სტრატეგიული რისკის მენეჯმენტი;
  • ფინანსური რისკი;
  • ფინანსური რისკის ტიპები;
  • საბაზრო რისკის ჰეჯირების მეთოდები-„ბერძნული ასოები“;
  • ლიკვიდურობის მოთხოვნები ბაზელ 3-ის მიხედვით, ლიკვიდურობის რისკის კალკულაცია, ლევერეიჯინგის პროცესი;
  • საკრედიტო რისკის ტიპები და კალკულაცია;
  • საოპერაციო რისკი;
  • საოპერაციო რისკების ტიპები;
  • საერთაშორისო რეგულატორები და სტანდარტები: ბაზელ 1, ბაზელ 2, ბაზელ 3;
  • საოპერაციო რისკების ჩარჩო;
  • საოპერაციო რისკების მენეჯმენტი;
  • რეგულაციური რისკი;
  • შესაბამისობის რისკი;
  • ფულის გათეთრების რისკი;
  • საგადასახადო რისკი;
  • რეპუტაციული რისკი;
  • რეპუტაციული რისკის მენეჯმენტი;

ტრენერები

ტრენინგის ღირებულება

850 ლარი

რეგისტრაცია
Message body empty