სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ტრენინგ ცენტრი

სასერტიფიკატო კურსი „პროექტის მართვა“

განრიგი

დაწყების თარიღი:

29 მარტი, 2022

ტრეინინგის პერიოდულობა:

სამშაბათი - ხუთშაბათი, 19:00 - 21:00 საათამდე

დამთავრების თარიღი:

22 აპრილი, 2022

მიმოხილვა

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ტრენინგ ცენტრი იწყებს მიღებას პროექტის მართვის (PMP) სასერტიფიკატო კურსზე!

კურსი განკუთვნილია საშუალო და ზედა რგოლის მენეჯერებისთვის. კერძო და საჯარო სექტორში დასაქმებული პროექტის მენეჯერებისთვის, ასევე პროექტში მონაწილე სხვა პირებისთვის, რომლებსაც აქვთ სურვილი, გაიუმჯობესონ თეორიული ცოდნა და შეძლონ მათი პრაქტიკაში გამოყენება.

პროექტის მართვის კურსი ONLINE ფორმატში ჩატარდება.

კურსის მიზანია, მსმენელების თეორიული ცოდნის გაუმჯობესება  და  პრაქტიკული უნარების განვითარება. თეორიული ნაწილი შედგენილია ფართოდ აღიარებულ PMI მეთოდოლოგიის გათვალისწინებით, ხოლო პრაქტიკული ნაწილი აგებულია ქართული და საერთაშორისო პროექტების მაგალითებზე.


კურსის განმავლობაში თქვენთან იმუშავებს:


ლელა მაჩაიძე
- დამოუკიდებელი ტრენერი, მენტორი და ქოუჩი, პროექტების მართვის ინსტიტუტის საქართველოს წარმომადგენლობის დამფუძნებელი და პრეზიდენტი. ლელა არის სერტიფიცირებული პროექტის მართვის პროფესიონალი (PMP), ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი (MBA), ბიზნეს ურთიერთობების მენეჯმენტის პროფესიონალი (BRMP) და პროფესიონალი Scrum Master (PSM). ასევე, მას  აქვს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მაგისტრის სერთიფიკატი პროექტების მენეჯმენტში და არის Erickson Coaching International-ის კურსდამთავრებული.

18 წლის განმავლობაში, ლელა სხვადასხვა სექტორში ხელმძღვანელობდა ათობით პროექტს, მონაწილეობდა 320 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ინიციატივების მართვაში ქვეყნის მასშტაბით. ის სპეციალიზირებულია პროდუქტის განვითარებაში, ინოვაციური ინიციატივების და კაპიტალური პროექტების განხორციელებაში.

საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორების 2500-ზე მეტი მენეჯერისთვის, ლელას ქართულ და ინგლისურ ენებზე ჩატარებული აქვს პროექტის ოპერაციების, პროექტის მონიტორინგის და კონტროლის, რისკების მართვის და ცვლილებების მართვის 1000-ზე მეტი ტრენინგი.

კურსის ხანგრძლივობა: კურსი დაიწყება 29 მარტს და გაგრძელდება 22 აპრილამდე.

  • კურსი მოიცავს 8 შეხვედრას. 
  • კურსის დასრულების შემდეგ, მსმენელებს ეცოდინებათ ის ძირეული საკითხები, რომელიც დაეხმარებათ  პროექტის განხორციელებისას   სირთულეების გადაჭრაში და წარმატებული პროექტის განხორცელებაში. 
  • პროექტის მართვის (PMP) კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი!

კურსის განრიგი: სამშაბათი - ხუთშაბათი, 19:00-21:00 საათამდე.

  • კურსის საფასური: 1580 ლარი.

SEU-ს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებზე მოქმედებს  20%-იანი ფასდაკლება! ერთი ორგანიზაციიდან ორი ან მეტი თანამშრომლის დასწრების შემთხვევაში,მოქმედებს 10% იანი ფასდაკლება!

საკონტაქტო ინფორმაცია:

  • წინანდლის ქ. N 9,  თბილისი, საქართველო.
  • ელ-ფოსტა: [email protected]
  • ტელ: 032 2 90 00 00 ; 555 29 63 28
  • საქართველოს ბანკი: GE82BG0000000304043700GEL

თემატიკა

  • პროექტის მართვა; რა არის პროექტი; მეთოდოლოგიები; ორგანიზაციული პროექტის მართვა (OPM); პროექტის მართვის ოფისი (PMO);
  • პროექტის მართვის პროცესი; პროექტის მართვის გეგმა; პროექტის დოკუმენტაცია, შეხვედრების მართვა; Lessons learned;
  • პროექტის სამი შეზღუდვა; შინაარსი; ხარჯები(Cost);
  • გეგმა-გრაფი; გრაფიკის აგება; MS Project მიმოხილვა;
  • ხარისხის და რისკების მართვა; ხარისხის მართვის ინსტრუმენტები; რისკები;
  • შესყიდვები; მონიტორინგი და კონტროლი;
  • ლიდერობა და კომუნიკაცია; ორგანიზაციული კულტურა; როლები- პროექტის მენეჯერი (Project Manager), სპონსორი/ინიციატორი (Sponsor), პროდუქტის მენეჯერი (Product Owner); პროექტის მართვისს უნარები;
  • პროექტის წარდგენა/ პრეზენტაცია; შემაჯამებელი ლექცია.

ტრენერები

ტრენინგის ღირებულება

1580 ლარი

რეგისტრაცია
Message body empty