სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ტრენინგ ცენტრი

ინტერიერის დიზაინის სასერტიფიკატო კურსი

განრიგი

დაწყების თარიღი:

27 აპრილი, 2023

ტრეინინგის პერიოდულობა:

19:00-21:00

დამთავრების თარიღი:

29 მაისი, 2023

მიმოხილვა

27 აპრილიდან საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU - ს ტრენინგ ცენტრი იწყებს მიღებას ინტერიერის დიზაინის კურსზე!

ინტერიერის დიზაინის კურსი შესაძლებლობას აძლევს დიზაინის სფეროთი დაინტერესებულ ნებისმიერ პირს, შეისწავლონ ინტერიერის დიზაინის საბაზისო და აუცილებელი უნარები, რაც დაეხმარებათ პროფესიული კუთხით შემდგომი განვითარებისთვის.

კურსის განმავლობაში სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა დაესწრონ სამშენებლო პროცესს, ადგილზე გაეცნონ სამუშაოს დეტალებს და მიღებული ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში.

კურსს გაუძღვება s interiors დიზაინ სტუდიის დამფუძნებელი, ინტერიერის დიზაინერი, სალომე გულორდავა.

თითოეული შეხვედრა მოიცავს პრაქტიკულ ნაწილს. მსმენელები ჯგუფებად ან ინდივიდუალურად შეძლებენ თეორიის პრაქტიკაში განხორციელებას.

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები შეძლებენ ნებისმიერი სივრცის დამოუკიდებლად დაგეგმვასა და სამუშაოს შესრულებას.

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

  • სწავლის საფასური1190 ლარი
  • კურსის ხანგრძლივობა12 შეხვედრა
  • სალექციო დღეები: ორშაბათი, ხუთშაბათი 19:00- 21:00 სთ.
  • სწავლის დასაწყისი: 27 აპრილი.
  • კურსის გასავლელად გადადით სარეგისტრაციო ბმულზე: https://bit.ly/2w9YyVwდა გადმოაგზავნეთ თქვენი CV (mail: [email protected]).
  • SEU - ს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებზე მოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება!
  • სხვა ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტებზე მოქმედებს 10% - იანი ფასდაკლება!
  • 20 აპრილის ჩათვლით სწავლის საფასურის სრულად გადახდის შემთხვევაში, მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება. ასევე, შესაძლებელია თანხის ეტაპობრივად გადახდა!

საკონტაქტო ინფორმაცია:

  • ბილისი, წინანდლის ქ. 9 300 არაგველის მეტროსთან.
  • ელ-ფოსტა: [email protected]
  • ტელ: 032 2 90 00 00 / 555 29 63 28
  • საქართველოს ბანკი GE82BG0000000304043700GEL

თემატიკა

  • ინტერიერის დიზაინის პრინციპები და ისტორია;
  • სტილის განხილვა;
  • ინტერიერის დიზაინის შექმნის პროცესი და თანმიმდევრობა / შენობის კონსტრუქცია და ტექნიკური დეტალები / სივრცის გეგმარება;
  • არქიკადის საფუძვლები, არქიკადში ტექნიკური ნახაზის შექმნა;
  • გასვლითი, პრაქტიკული ლექცია ობიექტებზე;
  • 2D სივრცის გეგმარება/ Archicad;
  • სივრცის 3D მოდელირება/Sketchup;
  • ფერები და მათი გამოყენება ინტერიერში;
  • განათება;
  • ტექსტურები და მასალები;
  • ავეჯის და განათების  შერჩევის პრინციპები ინტერიერში/დამკვეთთან ურთიერთობის უნარ-ჩვევები/ დოკუმენტაცია;
  • სტუდენტების მიერ შექმნილი დიზაინის განხილვა;

ტრენინგის ღირებულება

1190 ლარი

რეგისტრაცია
Message body empty